📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,245 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2016 მიღება
01.06.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №71 2016 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის №44 ბრძანება; ბ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით; ბ) ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს შეფასება და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, წინადადებების შემუშავება თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესის კოორდინაცია; დ) ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგადი მოთხოვნების შემუშავება, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა; ე) წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით; ვ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა; ზ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდასაჭერად დაგეგმვის, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა; თ) თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი; ი) თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება თავდაცვის რეფორმებისათვის. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია 1. დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) რეგიონულ და სტრატეგიულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციებისა და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვისთვის წარსადგენად; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია; დ) შერჩეულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ და რეგიონულ დონეებზე საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი; ე) თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ან/და თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა; თ) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული/კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების ანალიზი, შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა; ი) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა; კ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა/წარმართვა; ლ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა; მ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; პ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში კრიზისების მართვასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ს) თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მონიტორინგი და ანგარიშგება; ტ) სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებს შორის ურთიერთგადამკვეთი საქმიანობის კოორდინაციის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების (კვარტალური/წლიური) მომზადება; უ) განათლების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა; ფ) თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის მხარდასაჭერად პოლიტიკის გასაზღვრა, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა; ქ) თავდაცვის რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ღ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმების (თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი – PARP; ყოველწლიური ეროვნული პროგრამა – ANP; ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი SNGP; ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თანამშრომლობის ფორმატები – CSDP) შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; შ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ჩ) თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა; ძ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზისა და შეფასების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; წ) თავდაცვის სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ შიდაუწყებრივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ჭ) თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის ტრანსფორმაციის და თავდაცვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროცესების წარმართვაში;  ხ) თავდაცვის დაგეგმვის, აღსრულებისა და ინსტიტუციონალიზაციის ღონისძიებების მხარდაჭერა, მონიტორინგი და ანგარიშგება; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) თავდაცვის სისტემის ანალიზის სამმართველო: ა.ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს ანალიზის განყოფილება; ა.ბ) თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის განყოფილება; ა.გ) მონაცემთა ბაზისა და ანალიზის განყოფილება. ბ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველო: ბ.ა) თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განყოფილება; ბ.ბ) თავდაცვის დაგეგმვის განყოფილება; ბ.გ) განათლების პოლიტიკის შემუშავების განყოფილება. გ) თავდაცვის რესურსების პოლიტიკისა და პროგრამირების სამმართველო: გ.ა) თავდაცვის რესურსების პოლიტიკის განყოფილება; გ.ბ) თავდაცვის პროგრამირების განყოფილება; დ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია 1. თავდაცვის სისტემის ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია; ბ) შერჩეულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ და რეგიონულ დონეებზე საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი; გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება; დ) რეგიონულ და სტრატეგიულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; ე) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციების და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვისთვის წარსადგენად; ვ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია; ზ) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ანალიზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კონცეფციების, სტრატეგიის დოკუმენტების, დოქტრინების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, სამხედრო საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და ანალიზი; კ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; ლ) თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გეგმური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების, ასევე, ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის; მ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული პრობლემების ანალიზის განხორციელება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა; ო) ინფორმაციული და ანალიტიკური მასალის მოპოვება/მიღება, ორგანიზება, განთავსება და არქივირება მონაცემთა ბაზაში; ბაზაში თავმოყრილი მონაცემების და ინფორმაციის მოძიება და მისი შემდგომი დამუშავება-ანალიზი; მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება; პ) ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ფუნქციის რეალიზაციის ფარგლებში დასმული ამოცანების უზრუნველყოფა ბაზაში თავმოყრილი მონაცემებითა და ინფორმაციით; ჟ) ბაზაში განთავსებული მონაცემების, ინფორმაციული და ანალიტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე ახალი მასალისა და დოკუმენტების მომზადება და შესაბამის ფორმატში დამკვეთისთვის წარდგენა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზისა და შეფასების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ტ) თავდაცვის სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ შიდაუწყებრივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  2. თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ – „დ“, ,,ვ’’, „ზ“, „ი“, „ლ“ და  „რ“ – „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 3. თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“, „ვ“, „თ“, „კ“,  „რ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 4. მონაცემთა ბაზისა და ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ – „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 5. თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული/კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა/წარმართვა; გ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა; ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმების (თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი – PARP; ყოველწლიური ეროვნული პროგრამა – ANP; ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი SNGP; ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თანამშრომლობის ფორმატები – CSDP) შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; თ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ლ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება; მ) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ნ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა; ო) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძლევადიანი გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; პ) სტრატეგიული დაგეგმვის წარმართვის პროცესში მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ჟ) რეფორმების დაგეგმვის, მართვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, ორგანიზაციის სტრაგეგიულ მიზნებთან და პროცესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად: პროცესების გაუმჯობესებისა და ინსტიტუციონალიზაციის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თავდაცვის ტრანსფორმაციის ღონისძიებების/ძალთა დაგეგმვის პროექტების შემუშავება; რ) კრიზისების მართვის ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ს) კრიზისების მართვისა და სამეთაური საშტაბო სწავლებებში მონაწილეობა/წარმართვა; ტ) კრიზისების მართვასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; უ) განათლების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა; ფ) საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი  სამინისტროს განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში; ქ) ეროვნულ დონეზე, უწყებათაშორის ფორმატებში განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ღ) სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის საგანმანათლებლო თემებთან დაკავშირებული ინიციატივების შეთავაზება და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მომზადება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში შემავალ საგანამანთლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ – „მ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 7. თავდაცვის დაგეგმვის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ – „ზ“, „ნ“ – „ტ“ და ,,შ’’  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 8. განათლების პოლიტიკის შემუშავების განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ – „ზ“, „უ“ – „ყ“  და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 9. თავდაცვის რესურსების პოლიტიკისა და პროგრამირების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; გ) სამინისტროში რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა/შემუშავება და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; დ) თავდაცვის რესურსების მართვასთან დაკავშირებული კონცეპტუალური ბაზის განვითარება; ე) თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს შემუშავება; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ზ) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ (დანართი №1, დანართი №2) შემუშავებაში მონაწილეობა; თ) მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ი) თავდაცვის პროგრამული სტრუქტურის შემუშავება; კ) თავდაცვის ინტეგრირებული პროგრამის შემუშავება; ლ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის კოორდინაცია; მ) თავდაცვის პროგრამების შესრულების ანგარიშის ანალიზი; ნ) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ (დანართი №3, დანართი №4, დანართი №5) შემუშავებაში მონაწილეობა; ო) პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებისას მიღებული გამოცდილების ანალიზი და რეკომენდაციების წარდგენა პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 10. თავდაცვის რესურსების პოლიტიკის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის  მე-9 პუნქტის ,,ა“ - ,,თ“  და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 11. თავდაცვის პროგრამირების განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“, ,,ი“ – ,,ო“ – „პ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 12. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება: მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; თავდაცვის ტრანსფორმაციის ალტერნატიული წინადადებების შემუშავება და რეკომენდაციების შეთავაზება; სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ურთიერთგადამკვეთი საქმიანობის  კოორდინაცია  და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან და რეფორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ბ) თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფის და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტური მუშაობის კოორდინაცია; პროცესების მოქნილობისა და  დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მხარდაჭერა: თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში, ასევე, მათ შორის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით,  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,  გაზიარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების/ზომების რეკომენდირება და  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა; დ) თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მონიტორინგი და ანგარიშგება: ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ (თსმ) იმპლემენტაციის გეგმაში გაწერილი ღონისძიებების პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ მითითებულ ვადებში აღსრულების  და აღსრულების ხარისხის მონიტორინგი  და კონტროლი;  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ თსმ-ის იმპლემენტაციის გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის პერიოდული ანგარიშის (მოხსენების) მოთხოვნა;  თსმ-ის იმპლემენტაციის გეგმაში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების პროგრესის/სტატუსის, შუალედური დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული (კვარტალურად) მოხსენების შემუშავება და მართვის ჯგუფისთვის (შუალედური სათათბირო ორგანო) წარდგენა. მართვის ჯგუფის მიერ თსმ-ს იმპლემენტაციის ე.წ. „პროგრესის მოხსენების“ შემუშავების კოორდინაცია და ხელმძღვანელი რგოლისთვის (გადაწყვეტილების მიმღები საბჭო-უმაღლესი სათათბირო ორგანო) წარდგენა შესაბამისი დასკვნებით და რეკომენდაციებით; ე) სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა, მონიტორინგი და ანგარიშგება: მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის (თავდაცვის ნაწილის) შემუშავების კოორდინაცია, აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი; ვ) ნატოს, უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული დოკუმენტების/პროგრამების/გეგმების ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი; ზ) თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; თ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ლ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში – დეპარტამენტის მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული წესის დაცვით. 6. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს: ა) კალენდარული წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე და შემდგომი ოთხი თვის განმავლობაში, შესაბამისი რიგითობით, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში: ბ.ა) დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სამსახურში მყოფი, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ.ბ) ყველაზე გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში, წინა პერიოდში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ბ.გ) დეპარტამენტის ნებისმიერი ორი უფროსის მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ.დ) დეპარტამენტის უფროსის სამივე მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 11. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 12. სამმართველოს უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები. 13. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში – სამმართველოს მოხელე ამ მუხლის მე-14 პუნქტში მოცემული წესის დაცვით. 14. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს: ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილე; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, სამმართველოს უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი სამმართველოს უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, სამმართველოს უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული სამმართველოს მოხელე; დ) თუ ერთეულის უფროსს არ ჰყავს მოადგილე – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ერთეულის მოხელე. 15. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას; დ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 16. ქვედანაყოფებს შორის იდენტური კომპეტენციების არსებობისას, აღნიშნულ კომპეტენციას ქვედანაყოფი ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსთან (დეპარტამენტის/ სამმართველოს) კოორდინაციით.