„გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №526 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №349
2003 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №526 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №526 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წ., №135) და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
კონსტანტინე როგავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი ალასანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე
რუბენ ასანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
დავით გულუა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ბადრი დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
გიორგი ვოლსკი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სპეციალური თანაშემწე
გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
გიორგი კაპანაძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
მარიამ კვაჭაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, კათედრის გამგე
დარეჯან ლეკიაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი
გიორგი მანდარია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
მარინა ღუდუშაური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ოთარ ჩიხრაძე – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ ჭანკოტაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე.“.
ე. შევარდნაძე