სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 440.020.060.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 21/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 70.9pt 7.1pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №353
2003 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანდართული სანიმუშო წესდება და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულება.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდება
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მასთან გათანაბრებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება) არის საქართველოს ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულების (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ან სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) ძირითადი სამეცნიერო ერთეული, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ საქართველოს კანონებით, ზემდგომი დაწესებულების (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ან სახელმწიფო უნივერსიტეტი) წესდებითა და საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სანიმუშო წესდებით.
2. დაწესებულება, რომელსაც ექვემდებარება ინსტიტუტი, უზრუნველყოფს ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობებს.
3. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დანიშნულებაა განახორციელოს ფუნდამენტური ხასიათის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები შესაბამის დარგებში, აწარმოოს გამოყენებითი მიმართულების სამუშაოები სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები.
II. ინსტიტუტის სტრუქტურა
მუხლი 2🔗
1. ინსტიტუტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება ან ლაბორატორია. საჭიროების შემთხვევაში განყოფილების ან ლაბორატორიის ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს მიზნობრივი დანიშნულების ლაბორატორია ან სექტორი.
2. სამეცნიერო მუშაობის სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით ინსტიტუტში შეიძლება შეიქმნას:
ა) სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება და მისი სათანადო ქვესტრუქტურა (ბიბლიოთეკა, სარედაქციო-საგამომცემლო სექტორი, არქივი და სხვ.);
ბ) საინჟინრო-ტექნიკური სამსახური;
გ) ბუღალტერია;
დ) კანცელარია;
ე) სხვა სამსახურები.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექცია (ინსტიტუტის დირექტორი, მისი მოადგილეები და სწავლული მდივანი).
III. თანამდებობები
მუხლი 3🔗
1. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებია:
ა) სტაჟიორ-მკვლევარი;
ბ) უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მეცნიერი თანამშრომელი;
დ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) მეცნიერი კონსულტანტი;
თ) მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
ი) საპატიო დირექტორი.
2. სამეცნიერო-საორგანიზაციო თანამდებობებია:
ა) სამეცნიერო განყოფილების (ლაბორატორიის, სექტორის) გამგე;
ბ) ინსტიტუტის სწავლული მდივანი;
გ) ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
დ) ინსტიტუტის დირექტორი.
3. არასამეცნიერო თანამდებობებია:
ა) ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი;
ბ) პროგრამისტი, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, უფროსი პროგრამისტი, კომპიუტერული ქსელის უფროსი ადმინისტრატორი;
გ) ბიბლიოთეკარი, უფროსი ბიბლიოთეკარი;
დ) მთარგმნელი, რედაქტორი, უფროსი რედაქტორი;
ე) სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების (მისი ქვედანაყოფის) გამგე;
ვ) ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი;
ზ) ეკონომისტი;
თ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების გამგე;
ი) კადრების ინსპექტორი, კადრების განყოფილების გამგე;
კ) არქივარიუსი;
ლ) ოსტატი, ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი;
მ) მთავარი ინჟინერი;
ნ) დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში.
4. ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილია დააწესოს სხვა არასამეცნიერო თანამდებობებიც (მაგალითად: რესტავრატორი, ფოტოგრაფი, მხატვარი, მხატვარ-არქიტექტორი და სხვ.).
IV. თანამდებობების დაკავების წესი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამდებობრივი მოვალეობანი
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორ-მკვლევარის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომლის ასაკი არ აღემატება 27 წელს, თუ იგი არის უმაღლესი განათლების მქონე (გამონაკლის შემთხვევაში – მაგისტრანტი) და აქვს სათანადო დარგის სპეციალისტის (მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის) რეკომენდაცია. სტაჟიორ-მკვლევარი ინიშნება დირექტორის ბრძანებით 2 წლის ვადით ინსტიტუტის ერთ-ერთი სამეცნიერო განყოფილების შუამდგომლობის საფუძველზე.
შესაბამისი სამეცნიერო განყოფილების წარდგინებით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ამტკიცებს სტაჟიორ-მკვლევარის სამუშაო გეგმას და მის მეცნიერ-ხელმძღვანელს.
სტაჟირების ვადის გასვლისას სტაჟიორ-მკვლევარი ანგარიშს აბარებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც სათანადოდ აფასებს მის მიერ გაწეულ მუშაობას.
2. უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა (მაგისტრმა ან მასთან გათანაბრებულმა), რომლის ასაკი არ აღემატება 33 წელს, თუ იგი არის 2 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის[*] ავტორი მაინც და აქვს სათანადო დარგის სპეციალისტის (მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის) რეკომენდაცია.
უმცროს მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 2 წლის ვადით. მას მოეთხოვება ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების გამოქვეყნება.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია უმცროს მეცნიერ თანამშრომელს ორჯერ ორ-ორი წლით გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა, თუ იგი პერსპექტიული მკვლევარია, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და ყოველ საატესტაციო პერიოდში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული 1 სამეცნიერო ნაშრომით მაინც.
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა (მაგისტრმა ან მასთან გათანაბრებულმა), რომლის ასაკი არ აღემატება 36 წელს, თუ მას აქვს სამეცნიერო მუშაობის 3 წლის სტაჟი ან მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 3 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი მაინც, მათ შორის 1 – ბოლო 3 წლის მანძილზე და სათანადო დარგის სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 3 წლის ვადით. მას მოეთხოვება ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში მონაწილეობა და მიღებული სამეცნიერო შედეგების გამოქვეყნება.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მეცნიერ თანამშრომელს ორჯერ სამ-სამი წლით გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა, თუ იგი პერსპექტიული მეცნიერია, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და ყოველ საატესტაციო პერიოდში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული 2 სამეცნიერო ნაშრომით მაინც.
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს პირმა, რომლის ასაკი არ აღემატება 50 წელს, თუ იგი არის მეცნიერებათა კანდიდატი და აქვს სამეცნიერო მუშაობის 5 წლის სტაჟი მაინც ან არის მეცნიერებათა დოქტორი. მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, ამათგან 3 მაინც – ბოლო 5 წლის განმავლობაში და სათანადო დარგის 2 სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
უფროს მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო. მას მოეთხოვება ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში მონაწილეობა და მიღებული სამეცნიერო შედეგების გამოქვეყნება.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია უფროს მეცნიერ თანამშრომელს ორჯერ ხუთ-ხუთი წლით გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა, თუ იგი აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და ყოველ საატესტაციო პერიოდში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული 3 სამეცნიერო ნაშრომით მაინც.
5. წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს, თუ იგი არის არანაკლებ 20 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 3 მაინც გამოქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 10 – საერთაშორისო დონის (იმპაკტ-ფაქტორის მქონე) სამეცნიერო ჟურნალებში (ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი დაწესებულებებისათვის ნაცვლად იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებისა, იგულისხმება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ რეკომენდებული ჟურნალები). მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მუშაობის 10 წლის სტაჟი მაინც და სათანადო დარგის 3 სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
წამყვან მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო. მეცნიერს წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს 75 წლის ასაკამდე.
წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს ან მის ნაწილს და წელიწადში ერთხელ მოახსენებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მის მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შედეგებს, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებლად გადასცემს 1 სამეცნიერო ნაშრომს მაინც.
თუ წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს, თუ მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია მაინც და არის არანაკლებ 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 5 მაინც გამოქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 15 – საერთაშორისო დონის (იმპაკტ-ფაქტორის მქონე) სამეცნიერო ჟურნალებში (ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი დაწესებულებებისათვის ნაცვლად იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებისა, იგულისხმება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ რეკომენდებული ჟურნალები). მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მუშაობის 15 წლის სტაჟი მაინც და სათანადო დარგის 3 სპეციალისტის (მეცნირებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ინიშნება უკონკურსოდ და აურჩევლად ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი სათავეში უდგას რომელიმე სამეცნიერო მიმართულებას და ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს, იგი ყოველწლიურად მოახსენებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებს. მეცნიერს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს 75 წლის ასაკამდე.
თუ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
7. მეცნიერი კონსულტანტის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი აღემატება 70 წელს და თუ იგი აკმაყოფილებს წამყვანი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მეცნიერ კონსულტანტს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 3 წლის ვადით და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
მეცნიერ კონსულტანტს შეუძლია უხელმძღვანელოს სამეცნიერო სემინარს, ასპირანტებს და დოქტორანტებს. მას შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, უხელმძღვანელოს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს ან მონაწილეობა მიიღოს მის შესრულებაში.
8. მთავარი მეცნიერი კონსულტანტის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი აღემატება 70 წელს და თუ იგი აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მთავარ მეცნიერ კონსულტანტს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციით ირჩევს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი მთავარი მეცნიერი კონსულტანტის თანამდებობაზე ინიშნება აურჩევლად ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
მთავარი მეცნიერი კონსულტანტი ხელმძღვანელობს სამეცნიერო სემინარს, ასპირანტებს და დოქტორანტებს. მას შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, უხელმძღვანელოს ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სამეცნიერო პროექტს ან მონაწილეობა მიიღოს მის შესრულებაში.
9. ინსტიტუტის დირექტორი, რომლის ასაკი აღემატება 70 წელს, შეიძლება გადაყვანილ იქნეს საპატიო დირექტორად, თუ მას დირექტორის თანამდებობა უკავია ინსტიტუტის დაარსების დღიდან.
ინსტიტუტის დირექტორის საპატიო დირექტორად გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
10. სამეცნიერო განყოფილების (ლაბორატორიის, სექტორის) გამგის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ინსტიტუტის მთავარმა ან წამყვანმა მეცნიერმა თანამშრომელმა (ან შესაბამისი დარგის სპეციალისტმა, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს), თუ მისი ასაკი არ აღემატება 70 წელს.
თუ სპეციალისტს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, სამეცნიერო ქვედანაყოფის გამგედ არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
განყოფილების გამგეს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ირჩევს კონკურსით 5 წლის ვადით და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი სამეცნიერო განყოფილების გამგის თანამდებობაზე ინიშნება უკონკურსოდ, 5 წლის ვადით, ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
გამონაკლის შემთხვევაში სამეცნიერო განყოფილებაში (ლაბორატორიაში, სექტორში) შემავალი სამეცნიერო ქვედანაყოფის გამგის თანამდებობაზე ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით 3 წლის ვადით შეიძლება დაინიშნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი – მეცნიერებათა კანდიდატი.
სამეცნიერო განყოფილების გამგე ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატიკიდან გამომდინარე შესაბამისი პროფილის სამუშაოებს, ადგენს დასრულებული სამუშაოების ანგარიშს, შეიმუშავებს განყოფილებაში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს მათ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს განსახილველად, ზრუნავს ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებისათვის (ასპირანტურისა და მაძიებლობის მეშვეობით).
11. ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს წამყვანმა ან უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა (ან შესაბამისი დარგის სპეციალისტმა, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს).
თუ სპეციალისტს არ უკავია წამყვანი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, სწავლულ მდივნად არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
სწავლულ მდივანს დირექტორის რეკომენდაციით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
გამონაკლის შემთხვევაში სწავლული მდივნის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორის ბრძანებით შეიძლება დაინიშნოს მეცნიერი თანამშრომელი 3 წლით.
ინსტიტუტის სწავლული მდივანი დირექტორის თანაშემწეა სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობაში. ინსტიტუტის სწავლული მდივანი ამზადებს სამეცნიერო საბჭოზე განსახილველ მასალას, უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი გეგმებისა და ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოების ანგარიშების დროულად შედგენას და ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოში წარდგენას, კურირებს ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებას, კადრების განყოფილებისა და კანცელარიის საქმიანობას.
12. სამეცნიერო მუშაობის დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მთავარმა ან წამყვანმა მეცნიერმა თანამშრომელმა (ან შესაბამისი დარგის სპეციალისტმა, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს), თუ მისი ასაკი არ აღემატება 70 წელს.
თუ სპეციალისტს არ უკავია მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დირექტორის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
სამეცნიერო მუშაობის დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს დირექტორის რეკომენდაციით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში ინსტიტუტის დირექტორთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო მუშაობას.
დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში ასრულებს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნისას.
თუ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში რამდენიმეა, მოვალეობას მათ შორის ანაწილებს დირექტორი.
13. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მთავარმა ან წამყვანმა მეცნიერმა თანამშრომელმა (ან შესაბამისი დარგის სპეციალისტმა, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს), თუ მისი ასაკი არ აღემატება 70 წელს.
თუ სპეციალისტს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი ან წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დირექტორად არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა მეცნიერს ზედიზედ შეიძლება ეკავოს არა უმეტეს ორი ვადისა.
დირექტორი ხელმძღვანელობს ინსტიტუტს ერთმმართველობის წესით.
14. ინსტიტუტის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს ინსტიტუტის ძირითად სამეცნიერო მიმართულებათა შესახებ და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს;
ბ) განსაზღვრავს ინსტიტუტის სტრუქტურას და ათანხმებს მას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან;
გ) სამეცნიერო და საერთო ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის მუშაობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო დისციპლინასა და კანონიერებას მის საქმიანობაში;
დ) ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა (პერსპექტიული და მიმდინარე) გეგმების, სამეცნიერო კადრების მომზადების გეგმის, დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამეცნიერო ჟურნალებისა და მონოგრაფიების გამოცემის, სამეცნიერო ფორუმების გამართვისათვის გეგმების შედგენას;
ე) ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან;
ვ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის დაკომპლექტებას კვალიფიცირებული კადრებით, სამეცნიერო კადრების მომზადებასა და მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ზ) ხელმძღვანელობს ანგარიშების შედგენას სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობისა და დამთავრებულ გამოკვლევათა შედეგების შესახებ;
თ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას;
ი) კურირებს ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სპეცსახსრების მიზნობრივ ხარჯვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას დამტკიცებული რიცხოვნობისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში.
15. ინსტიტუტის დირექტორს უფლება აქვს:
ა) საჭიროების შემთხვევაში ინსტიტუტისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში გაანაწილოს თანხა ხარჯების მუხლებს შორის „საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შეადგინოს არასაბიუჯეტო შემოსავლების (სპეცსახსრების) ხარჯთა ნუსხა საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკური კლასიფიკაციის თანახმად;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს სამუშაოდ, გადაიყვანოს ახალ თანამდებობაზე და დაითხოვოს ინსტიტუტის თანამშრომლები;
გ) მოაწყოს კონკურსები მეცნიერ თანამშრომელთა ვაკანტურ თანამდებობებზე; დაამტკიცოს სამეცნიერო საბჭოსა და საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგებისა და თანამდებობაზე ახალი ვადით არჩევის შესახებ;
დ) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად რომელიმე სამეცნიერო თანამდებობაზე ერთი წლის ვადით დანიშნოს პენსიაზე გასული მეცნიერი, თუ ეს აუცილებელია თემატური გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის შესასრულებლად;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად რომელიმე სამეცნიერო თანამდებობაზე საზოგადოებრივ საწყისებზე 3 წლის ვადით დანიშნოს სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მონაწილეობს თემატური გეგმით ან სამეცნიერო გრანტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში;
ვ) დაითხოვოს ან გადაიყვანოს უფრო დაბალ, არასაკონკურსო თანამდებობაზე მეცნიერი თანამშრომელი, რომელსაც სამეცნიერო საბჭო ახალი ვადით არ აირჩევს;
ზ) დაითხოვოს ან გადაიყვანოს უფრო დაბალ, არასაკონკურსო თანამდებობაზე საკონკურსო თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელი, ვიდრე მისი ხელახლად არჩევის ვადა დადგებოდეს, თუ მან სამეცნიერო მუშაობაში ჯეროვნად არ გამოიჩინა თავი. ასეთი თანამშრომლის დათხოვნის, ანდა უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის საფუძველია სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება;
თ) დაამტკიცოს ასპირანტურაში მისაღები კონკურსისა და ასპირანტთა პერიოდული ატესტაციის შედეგები;
ი) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წაახალისოს ინსტიტუტის თანამშრომელი სამეცნიერო გამოკვლევის მაღალი ხარისხისათვის, მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის;
კ) დაადოს ინსტიტუტის თანამშრომელს დისციპლინარული სასჯელი არსებული წესის მიხედვით;
ლ) გასწიოს ინსტიტუტის წარმომადგენლობა ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულება-ორგანიზაციებში;
მ) წარმოადგინოს ინსტიტუტი სასამართლო, საარბიტრაჟო, საბანკო და სხვა დაწესებულებებში, ასევე ანდოს ინსტიტუტის საქმეთა წარმოება ცალკეულ პირებს;
ნ) განკარგოს ინსტიტუტის ფულადი და სხვა მატერიალური სახსრები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს საჭირო ზომები ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, კაპიტალური მშენებლობისა და შეკეთების დარგში;
პ) გასცეს ბრძანება ინსტიტუტისადმი.
დირექტორი სარგებლობს ამ წესდებით მინიჭებული ყველა უფლებით საამისო განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე.
დირექტორს უფლება აქვს გადასცეს რწმუნებულება, კერძოდ, გადანდობის უფლებითაც.
16. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების (ან მისი ქვედანაყოფის) გამგის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა (უპირატესად სამეცნიერო ხარისხის მქონემ).
სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების (ან მისი ქვედანაყოფის) გამგეს დირექტორის წარდგინებით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით.
სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე საერთო ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობას, ინსტიტუტის საგამომცემლო საქმიანობას და საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლას, უზრუნველყოფს ინსტიტუტის კომპიუტერული ქსელის გამართულ მუშაობას, ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევების განთავსებას საერთაშორისო დონის საინფორმაციო სისტემაში ინტერნეტისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენებით.
17. ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტმა.
ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი თანამდებობაზე ინიშნება დირექტორის ბრძანებით 5 წლის ვადით.
მთავარი ინჟინერი უზრუნველყოფს ინსტიტუტის ტექნიკური ქვედანაყოფების (მექანიკური სახელოსნოს, ენერგეტიკის სამსახურის, წყალმეურნეობის, სამშენებლო-სარემონტო სამსახურის და სხვა) გამართულ საქმიანობას.
18. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა საერთო საკითხებში შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტმა.
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს საერთო საკითხებში დირექტორის წარდგენით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 5 წლის ვადით. დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში პასუხისმგებელია ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევა-ძიების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსტიტუტის სამეურნეო-საფინანსო მდგომარეობისათვის. მისი მოვალეობაა:
ა) უხელმძღვანელოს სამეურნეო მუშაობას, უზრუნველყოს შენობის მოვლა-პატრონობა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა, დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, შეასრულოს საერთო და სახანძრო დაცვის მოთხოვნები, უზრუნველყოს შრომის დაცვის ღონისძიებათა შესრულება ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებულ დებულებათა შესაბამისად;
ბ) მთავარ ინჟინერთან ერთად უხელმძღვანელოს მშენებლობას, კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს;
გ) უზრუნველყოს ინსტიტუტის დანაყოფები ინვენტარითა და მასალებით;
დ) დირექტორთან შეთანხმებით დადოს ხელშეკრულებანი და გასწიოს ინსტიტუტის წარმომადგენლობა სამეურნეო საკითხებში;
ე) თვალყური ადევნოს შინაგანი შრომითი განაწესის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას.
19. ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბუღალტერიის, კადრების განყოფილების, კანცელარიის, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა დამხმარე სამსახურების თანამშრომელთა დანიშვნის წესი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
V. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
მუხლი 5🔗
1. ინსტიტუტის წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლები და მთავარი მეცნიერი კონსულტანტები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ინსტიტუტის დირექტორი, მისი მოადგილე (მოადგილეები) სამეცნიერო მუშაობის დარგში და სწავლული მდივანი თანამდებობრივად შედიან სამეცნიერო საბჭოში მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წამყვანი ან მთავარი მეცნიერი თანამშრომლები.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია თავის შემადგენლობაში შეიყვანოს:
ა) მეცნიერი კონსულტანტები (გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლებით);
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლები (სათათბირო ხმის უფლებით).
2. სამეცნიერო საბჭო იკრიბება დირექტორის მიერ დაწესებულ ვადებში.
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო მისი არყოფნისას – დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში.
სამეცნიერო საბჭოს მდივნობას ასრულებს ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) განიხილავს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა, სამეცნიერო კადრების მომზადების, სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის, გეგმების პროექტებს;
გ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალების დაარსების შესახებ, შეარჩევს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებს და პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის ანგარიშს;
დ) განიხილავს ინსტიტუტის სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობის შედეგებს;
ე) განიხილავს ინსტიტუტის სტრუქტურის შეცვლის საკითხებს, აგრეთვე საკვლევაძიებო სამუშაოთა ჩასატარებლად განსაზღვრული სახსრების გამოყენების საკითხებს;
ვ) განიხილავს სამეცნიერო პრობლემებს, სამეცნიერო მოხსენებებს და შეფასებას აძლევს ინსტიტუტში მიღებულ შედეგებს;
ზ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებს;
თ) ისმენს და განიხილავს განყოფილებათა გამგეების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის ანგარიშებს;
ი) განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტიანობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივ საკვლევაძიებო სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობას, ისმენს და იხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინებების შესახებ;
კ) განიხილავს სამეცნიერო კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, სისტემატურად ისმენს მეცნიერთა მოხსენებებს მათ მიერ სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად ჩატარებული მუშაობის შესახებ, განიხილავს და ამტკიცებს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა სადისერტაციო თემებს და იძლევა რეკომენდაციებს მათ შესახებ;
ლ) წარადგენს ღირსეულ მეცნიერულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;
მ) ატარებს თანამშრომელთა არჩევნებს სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო თანამდებობებზე მოქმედი წესდების შესაბამისად.
4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც.
სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა მაინც.
საბჭო გადაწყვეტს საკითხებს ღია კენჭისყრით, თუ საგანგებოდ არ დადგინდა ფარული კენჭისყრის აუცილებლობა.
5. სამეცნიერო საბჭოს დადგენილება ძალაში შედის ინსტიტუტის დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია:
ა) ორჯერ არა უმეტეს ორ-ორი წლისა გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა იმ უმცროს მეცნიერ თანამშრომელს, რომელსაც წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე არა უადრეს 2 წლისა კონკურსის წესით აქვს დაკავებული აღნიშნული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მისი ასაკი ნაკლებია 65 წელზე;
ბ) ორჯერ არა უმეტეს სამ-სამი წლისა გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა იმ მეცნიერ თანამშრომელს, რომელსაც წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე არა უადრეს 3 წლისა კონკურსის წესით აქვს დაკავებული აღნიშნული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მისი ასაკი ნაკლებია 65 წელზე;
გ) ორჯერ არა უმეტეს ხუთ-ხუთი წლისა გაუგრძელოს ინსტიტუტში მუშაობის ვადა იმ უფროს მეცნიერ თანამშრომელს, რომელსაც წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე არა უადრეს 5 წლისა კონკურსის წესით აქვს დაკავებული აღნიშნული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მისი ასაკი ნაკლებია 75 წელზე;
დ) იმ პირს, რომელსაც წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე აქვს დაკავებული უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა და რომლის ასაკი აღემატება 70 წელს, ინსტიტუტში მუშაობის ვადა გაუგრძელოს 75 წლის ასაკამდე, თუ იგი აკმაყოფილებს სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
7. მეცნიერებათა კანდიდატი, რომელიც წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე არჩეული იყო წამყვან მეცნიერ თანამშრომლად და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად, ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს მიერ შეიძლება დატოვებულ იქნეს იმავე თანამდებობაზე 75 წლის შესრულებამდე.
8. წინამდებარე დებულების ძალაში შესვლიდან ორი წლის მანძილზე ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია:
ა) უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ინსტიტუტის ის თანამშრომლებიც, რომელთა ასაკი აღემატება 33 წელს, მაგრამ არ აღემატება 45 წელს;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ინსტიტუტის ის თანამშრომლებიც, რომელთა ასაკი აღემატება 36 წელს, მაგრამ არ აღემატება 50 წელს;
გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ინსტიტუტის ის თანამშრომლებიც, რომელთა ასაკი აღემატება 50 წელს, მაგრამ არ აღემატება 70 წელს;
დ) გაუგრძელოს უფლებამოსილება 75 წელზე ნაკლები ასაკის მეცნიერებათა კანდიდატს, რომელსაც უკავია ინსტიტუტის დამოუკიდებელი სამეცნიერო ქვედანაყოფის (განყოფილება, ლაბორატორია) გამგის თანამდებობა.
VI. ინსტიტუტის სტრუქტურის ფორმირება
მუხლი 6🔗
1. გადაწყვეტილებას ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების ჩატარების შესახებ იღებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო, აცხადებს მას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე და განცხადებებს აკეთებს სათანადო პროფილის კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში თვენახევრით ადრე არჩევნებამდე.
2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფებს.
3. წინადადებით კანდიდატების წარდგენის შესახებ მიმართავენ ზემდგომი დაწესებულების იმ სამეცნიერო ორგანოს, რომელიც ატარებს არჩევნებს. აღნიშნული ორგანო არჩევნებში მონაწილეობისათვის უშვებს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთაგან მიღებულია წერილობითი თანხმობა კენჭისყრაზე. კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული საბუთების მიღება მთავრდება ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების ჩატარების გამოცხადების ერთი თვის თავზე.
4. შემოსულ კანდიდატთა სია ეგზავნება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განსახილველად არა უგვიანეს 10 დღისა დირექტორის არჩევნებამდე.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო განიხილავს ყველა წარდგენილ კანდიდატურას. დირექტორობის ყველა კანდიდატმა სამეცნიერო საბჭოს უნდა მოახსენოს დირექტორის თანამდებობაზე მისი მუშაობის პროგრამა და შეხედულება მეცნიერების შესაბამისი დარგის განვითარების პერსპექტივაზე. კანდიდატურების ღია განხილვის შემდეგ სამეცნიერო საბჭო ფარული კენჭისყრით გამოხატავს თავის აზრს თითოეული კანდიდატურის შესახებ. შერჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების არანაკლებ ნახევრისა. საბჭოს ოქმი კენჭისყრის შედეგებით იგზავნება ზემდგომი დაწესებულების იმ სამეცნიერო ორგანოში, რომელიც ატარებს არჩევნებს.
6. ინსტიტუტის დირექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული დირექტორობის კანდიდატებისგან (თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ნახევრისა, თუ კრებას ესწრებოდა აღნიშნული სამეცნიერო ორგანოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო უმრავლესობა, ტარდება კენჭისყრის მეორე ან მესამე ტური. თუ კენჭისყრის სამი ტურის შედეგად არჩევა არ შედგა, ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ ხუთ წლამდე ვადით.
7. ინსტიტუტის დირექტორი ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს მიერ შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.
8. ინსტიტუტის დირექტორი არჩევიდან არა უგვიანეს 15 დღისა სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს სამეცნიერო მუშაობის დარგში და საერთო საკითხებში დირექტორის მოადგილეების, ინსტიტუტის სწავლული მდივნის და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგის კანდიდატურებს. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო გამოხატავს თავის აზრს თითოეული კანდიდატის შესახებ ღია ან ფარული კენჭისყრით. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარმა.
სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) სამეცნიერო მუშაობის დარგში და სწავლულ მდივანს ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში და სწავლული მდივანი შეიძლება ვადაზე ადრე იქნენ გათავისუფლებულნი დაკავებული თანამდებობიდან ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს მიერ.
9. ინსტიტუტის დირექტორი არჩევიდან არა უგვიანეს ერთი თვისა სამეცნიერო საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის სამეცნიერო სამუშაოთა პროგრამისა და ინსტიტუტის სტრუქტურის პროექტებს. სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული ინსტიტუტის სტრუქტურა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.
10. ინსტიტუტის ახალი სტრუქტურის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს კონკურსს ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფების გამგეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ნიშნავს მათი არჩევნების ვადას კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს ერთი თვისა.
11. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგის თნამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ყოველი პირი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ქვედანაყოფის მუშაობის პროგრამას. სამეცნიერო საბჭოზე მოიწვევიან შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომლები.
12. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგის თანამდებობაზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭო იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. ქვედანაყოფის გამგის თანამდებობაზე არჩევის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო. სამეცნიერო საბჭოსა და ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ინსტიტუტის დირექტორი გამოსცემს ქვედანაყოფის გამგის თანამდებობის დაკავების შესახებ ბრძანებას.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო უმრავლესობა, იმართება კენჭისყრის მეორე და, თუ საჭირო შეიქმნა, მესამე ტური. თუ კენჭისყრის სამი ტურის შედეგად ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგის არჩევა არ შედგა, ინსტიტუტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას გამგის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ, არა უმეტეს 5 წლისა. დირექტორის მიერ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ კანდიდატურას ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
13. სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგის თანამდებობაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე ქვედანაყოფის მუშაობის პროგრამის თაობაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრის მოხსენების მოსმენის შემდეგ, უკონკურსოდ, ხუთი წლით.
14. სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის გამგე ინსტიტუტის დირექტორმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სათანადო დასკვნის საფუძველზე შეიძლება ვადაზე ადრე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, რაც უნდა ეცნობოს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს.
VII. თანამშრომელთა ატესტაცია
მუხლი 7🔗
1. არასამეცნიერო თანამდებობების ნუსხას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ინსტიტუტის თანამშრომელთა ატესტაცია, ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
2. თანამშრომელთა ატესტაცია ტარდება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოს კანონმდებლობისა და ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. თუ ატესტაციის შედეგად გამოვლინდა, რომ თანამშრომელი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან თანამშრომლის თანხმობით ხდება მისი გადაყვანა უფრო დაბალ თანამდებობაზე.
VIII. ინსტიტუტის ქონება და საფინანსო სამეურნეო საქმიანობა
მუხლი 8🔗
1. ინსტიტუტის ქონება შედგება მისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების, აგრეთვე მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისაგან.
2. ინსტიტუტს უფლება აქვს ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს იჯარით ან ქირავნობით მისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები.
3. ინსტიტუტისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ინსტიტუტს უფლება აქვს ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოახდინოს არასამეცნიერო დანიშნულების ქონების პრივატიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აგრეთვე სხვა ქონების (ამორტიზებული და გამოუყენებელი აქტიური ნაწილის) გასხვისება, გარდა კანონით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საამისოდ აუცილებელია სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს თანხმობა.
5. ინსტიტუტი ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ინსტიტუტის სახსრები შედგება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათაგან;
ბ) სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შესასრულებლად შემოსული სახსრებისაგან;
გ) შენობების ან მიწის ნაკვეთის ნაწილის გაქირავების შედეგად მოპოვებული სახსრებისაგან;
დ) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრებისაგან;
ე) შემოწირულობების, გრანტებისა და სხვა შემოსავლებისაგან.
7. ინსტიტუტის დაფინანსება წარმოებს სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ბანკის დაწესებულებაში. ინსტიტუტს შეიძლება გააჩნდეს არასაბიუჯეტო შემოსავლები (სპეცსახსრები) და ჰქონდეს სავალუტო ანგარიში.
8. ამ წესდების 8.2, 8.3 პუნქტებში ასახული ღონისძიებების (იჯარის გარდა) განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები ხმარდება მეცნიერების განვითარებას (მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებას, სამეცნიერო ლიტერატურის, მასალების, რეაქტივებისა და საცდელი ცხოველების შეძენას, სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას), აუცილებელი სამეურნეო ხარჯების გაწევას, თანამშრომელთა სოციალურ უზრუნველყოფას.
9. ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს ზემდგომი დაწესებულების აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებას.
X. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
მუხლი 9🔗
1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ინსტიტუტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრძელებს არსებობას.
2. ინსტიტუტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომელთაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნებით.
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებათა ატესტაციის დებულება
1. საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო ატესტაციას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტი. ამ მიზნით მაღალკვალიფიციურ მეცნიერთაგან საქართველოს პრეზიდენტთან იქმნება სათათბირო ორგანო – საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისია (შემდგომში – საატესტაციო კომისია).
2. საატესტაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ წინადადებას შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან კონსულტაციების საფუძველზე. საატესტაციო კომისია იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. საატესტაციო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და ეს დებულება ძალაში შედის „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ.
4. ყოველი საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მასთან გათანაბრებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება) მოვალეა ამ დებულების ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს ორი წლისა საატესტაციო კომისიაში შეიტანოს განაცხადი მისთვის სახელმწიფო ატესტაციის ჩატარების შესახებ.
5. განაცხადთან ერთად საატესტაციო კომისიას უნდა წარედგინოს ინსტიტუტის მიერ ბოლო ათი წლის მანძილზე გაწეული სამეცნიერო მუშაობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და ახალი ტექნოლოგიების აღწერას;
ბ) გამოქვეყნებული და გამოსაქვეყნებლად გადაცემული ნაშრომების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიებისა და პატენტების ნუსხებს;
გ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას;
დ) მოპოვებული სამეცნიერო პრემიების, გრანტებისა და სტიპენდიების ნუსხას.
6. საატესტაციო კომისიაში განაცხადის შეტანის მომენტისათვის ინტერნეტის ქსელში გახსნილი უნდა იყოს ინსტიტუტის web-გვერდი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ინსტიტუტის სტრუქტურის მონაცემებს;
ბ) ზოგად ინფორმაციას ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის, მისი სამეცნიერო გამოცემებისა და სამეცნიერო სემინარების შესახებ;
გ) მოკლე მონაცემებს თითოეული მეცნიერი თანამშრომლის შესახებ (დაბადების თარიღი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისა და სამეცნიერო ხარისხების მოპოვების თარიღები, ინსტიტუტში მუშაობის დაწყებისა და სამეცნიერო თანამდებობაზე ბოლო არჩევის თარიღები);
დ) თითოეული მეცნიერი თანამშრომლის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომების ნუსხას.
7. საატესტაციო კომისია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისაგან განაცხადის მიღების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა იღებს გადაწყვეტილებას მისთვის სახელმწიფო ატესტაციის ჩატარების ან განაცხადის უკან დაბრუნების შესახებ;
ბ) დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის შესასწავლად ქმნის ექსპერტთა ჯგუფს არანაკლებ ხუთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის შემადგენლობით, რომელთაგან ერთ-ერთს აკისრებს ჯგუფის ხელმძღვანელობას;
გ) უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფში შეიყვანოს ერთი ან რამდენიმე ცნობილი უცხოელი მეცნიერი.
8. ექსპერტთა ჯგუფი ეცნობა ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ მასალებს რაც წარდგენილია სახელმწიფო საატესტაციო კომისიაში და განთავსებულია ინტერნეტის ქსელში. იგი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ინსტიტუტში მიღებული ძირითადი სამეცნიერო შედეგების საჯარო განხილვა იქ მოქმედ სამეცნიერო სემინარებზე ან სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე;
ბ) გამოითხოვოს ინსტიტუტიდან ის პუბლიკაციები, სადაც აღნიშნული შედეგები და ამ შედეგების აღიარების დამადასტურებელი მასალებია ასახული (მათ შორის მონაცემები ყოველი წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ციტირების ინდექსის, ანუ სხვა ავტორთა მიერ ამ თანამშრომლის სამეცნიერო ნაშრომთა ციტირებათა რაოდენობის შესახებ).
9. ექსპერტთა ჯგუფი მოვალეა საატესტაციო კომისიას სამ თვეში წარუდგინოს დასკვნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ქულებით შეფასება გამოხატული მაჩვენებლით უმაღლესი – , კარგი – , დამაკმაყოფილებელი – , არადამაკმაყოფილებელი – ), რომლის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მეცნიერების სათანადო დარგის სპეციფიკა;
ბ) ბოლო ათი წლის მონაცემების მიხედვით დადგენილი სარეიტინგო მაჩვენებლები: r1 – ერთი მეცნიერის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომთა საშუალო წლიური რაოდენობა (ყოველი მონოგრაფია ჩაითვლება იმდენ შრომად, რამდენ თაბახსაც შეიცავს); r2 – მუდმივი პოზიციის მქონე ერთი მეცნიერის მიერ მაღალი ციტირების ინდექსის მქონე (იმპაკტ-ფაქტორის მქონე) საერთაშორისო დონის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა საშუალო წლიური რაოდენობა (ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი დაწესებულებებისათვის ნაცვლად იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებისა, იგულისხმება სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ რეკომენდებული ჟურნალები); r3 – მუდმივი პოზიციის მქონე ერთი მეცნიერის საშუალო წლიური ციტირების ინდექსი.
10. საატესტაციო კომისია ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა აწყობს ამ დასკვნის განხილვას, ამასთან უფლებამოსილია:
ა) სათანადო არგუმენტაციის შემთხვევაში გაზარდოს ან შეამციროს r0 მაჩვენებელი;
ბ) გადაამოწმოს r1, r2 და r3 მაჩვენებლების სისწორე.
11. r0, r1, r2, r3 მაჩვენებლების საშუალებით დგინდება ინსტიტუტის შეფასება r შემდეგი წესით
თუ
და
თუ
.
12. სახელმწიფო ატესტაციაგავლილად ითვლება ის კვლევითი დაწესებულება, რომლისთვისაც da .
ასეთი დაწესებულების თანამშრომელთა რიცხოვნობა:
ა) იგივე რჩება ან იზრდება, თუ r ≥ 4;
ბ) მცირდება -ით, თუ 2≤ r < 4.
13. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ყოველი ატესტაციაგავლილი კვლევითი ინსტიტუტისათვის დგინდება ხელფასების ახალი ბადე და სათანადოდ იზრდება მისი დაფინანსება. გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დამტკიცების დღიდან.
14. განაცხადი უკან უბრუნდება ისეთ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მეხუთე ან მეექვსე პუნქტის ან „საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სანიმუშო წესდების“ მოთხოვნებს. ასეთ დაწესებულებას უფლება აქვს სამი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიტანოს განაცხადი სახელმწიფო საატესტაციო კომისიაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიაროს სახელმწიფო ატესტაცია დადგენილი წესის მიხედვით. მეორედ უარის შემთხვევაში იგი კარგავს საატესტაციო პროცესში მონაწილეობის უფლებას.
15. საატესტაციო კომისიას ევალება შეიმუშაოს რეკომენდაციები იმ კვლევით დაწესებულებათა რეორგანიზაციის შესახებ, რომლებმაც ვერ გაიარეს სახელმწიფო ატესტაცია, ან უარი ეთქვათ საატესტაციო პროცესში მონაწილეობაზე.
[*] აქ და შემდგომში იგულისხმება რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული ნაშრომები