საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2016
ძალის დაკარგვა 28.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №2883
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,505 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2016 მიღება
28.01.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
გრანტი
ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით
მუხლი 2
გრანტის გამცემი
სააგენტო
მუხლი 2
განმცხადებელი
ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
გრანტის მიმღები
ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა
მუხლი 2
საგრანტო კონკურსი
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას
მუხლი 2
საგრანტო კონკურსის მონაწილე
განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა განუხილველად დატოვებული
მუხლი 2
საგრანტო პროგრამა
სააგენტოს მმართველი საბჭოს (შემდომში – მმართველი საბჭო) განხილვის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია
მუხლი 2
საგრანტო წინადადება
ამ წესის შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პირობები, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
საგრანტო ვადა
დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად
მუხლი 2
საგრანტო კომისია
დირექტორის მიერ სააგენტოს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია
მუხლი 2
ტექნიკური ხარვეზი
მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №2883 2016 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს №401 დადგენილების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის №1797 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით; ბ)  გრანტის გამცემი – სააგენტო; გ)  განმცხადებელი – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; დ)  გრანტის მიმღები – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; ე) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას; ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილეგანმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა განუხილველად დატოვებული; ზ) საგრანტო პროგრამა – სააგენტოს მმართველი საბჭოს (შემდომში – მმართველი საბჭო) განხილვის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ; თ) საგრანტო განაცხადისაგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია; ი) საგრანტო წინადადება – ამ წესის შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პირობები, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით; კ)  საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის; ლ) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; მ) საგრანტო კომისია – დირექტორის მიერ სააგენტოს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია; ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პრინციპები გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო სააგენტოს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სააგენტოს ბიუჯეტიდან. მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს სააგენტო ან დონორი ორგანიზაცია. სააგენტო მის მიერ შემუშავებულ პროგრამას განსახილველად წარუდგენს მმართველ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორი ამტკიცებს საგრანტო პროგრამას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საგრანტო პროგრამა შედგება სააგენტოს კომპეტენციის სფეროში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის დასახელებას, რომელთა უზრუნველსაყოფად გამიზნულია სააგენტოს მიერ გრანტის გაცემა; ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას; გ) საგრანტო ვადას; დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას; ე) თითოეული საგრანტო წინადადების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას; ვ) დაფინანსების წყაროს. 4. სააგენტოს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, საააგენტოს მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სააგენტოს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. საგრანტო კომისია 1. სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, დირექტორი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდომში –   კომისია). 2. კომისიის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისის შექმნის ვადა, მისი შემადგენლობა და სამდივნო. 3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს თანამშრომელი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 4. კომისიას თავმჯდომარეობს დირექტორი. 5. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 6. კომისია: ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს დამატებით კრიტერიუმებს წარმოდგენილ საგრანტო წინადადებათაგან გამარჯვებულის გამოსავლენად; გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ; დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან; ე) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადისა და წინადადების განუხილველად დატოვების შესახებ; ვ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; ზ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს; თ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტების და/ან წარმოდგენის თაობაზე; ი) საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტის მოწვევის თაობაზე. 7. კომისია შედგება, სულ მცირე, ხუთი წევრისგან. მუხლი 8🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ: ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მუხლი 9🔗. კომისიის საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 10🔗. კომისის სხდომის ოქმი 1. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი ამ წესის შესაბამისად. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. თუ კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) კომისიის წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი; ე) დღის წესრიგი; ვ) განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოში. მუხლი 11🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორის გადაწყვეტილებით, სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდომში – სამდივნო). 2. სამდივნოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნო: ა) ამზადებს განმცხადებლებისგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას; გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს; დ) ასრულებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას. მუხლი 12🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. კომისია, გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისათვის, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შემდგომ, სააგენტო აქვეყნებს განცხადებას გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში. 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო ვადა; ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა; ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა; თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი. მუხლი 13🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. კომისია საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით სააგენტოს დირექტორის მიერ. 3. კომისიას უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე. საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით. მუხლი 14🔗. საგრანტო განაცხადი და მისი წარდგენის წესი 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ კომისიაში შეტანილ პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: ა) საგრანტო წინადადება; ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება; ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი); გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ; დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. 3. საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს: ა) თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას. ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას; გ)  დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს; დ)  შესრულების ვადას; ე)  მოსალოდნელ შედეგს; ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ; ზ) ინფორმაციას იმის შესახებ; თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას. 4. საგრანტო განაცხადი კომისიას წარედგინება სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 1 თვისა კომისია სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ. მუხლი 15🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. კომისია საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სააგენტოს ოფიცილურ ვებგვერდზე. 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია: ა) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეთოდი; ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა; გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება. 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება დააზუსტოს და/ან დაადგინოს დამატებითი შეფასების კრიტერიუმები. 5. საგრანტო წინადადებები ფასდება კომისიის მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით. მუხლი 16🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შერჩევის პროცესში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საგრანტო განაცხადის განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების თაობაზე; ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვს განმცხადებელს  დოკუმენტაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას. 4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი რჩება განუხილველად, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის; ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა კომისიამ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე; გ) განმცხადებელმა, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია; დ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 5. კომისია უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადის შერჩევისას, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის დაზუსტების/განმარტების მიზნით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს, დირექტორის მიერ, ეცნობება წერილობით. მუხლი 17🔗. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება კომისიის ყველა წევრის მიერ, ამ წესის მე-15 მუხლითა და კომისიის მიერ საგრანტო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 2. საგრანტო წინადადება ფასდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულათა ჯამის საფუძველზე. 3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. 4. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს დირექტორს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დირექტორის წერილით. 5. საგრანტო კონკურსის შედეგები საჯაროდ ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 18🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 30 დღის ვადაში. მუხლი 19🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,  საგრანტო წინანადადების გამარჯველად გამოვლენის შესახებ. 3. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 4. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა: ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება; ბ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების ან საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მუხლი 20🔗. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ; გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს; თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; ი) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს; კ) ანგარიშგების წესს; ლ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს; მ) დავის გადაწყვეტის წესს; ნ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას); ო) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს; პ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობების, გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადებს. მუხლი 21🔗. მონიტორინგი 1. გრანტის გამცემი ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის: ა) გრანტის მიმღების შესახებ; ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) გრანტის მოცულობის შესახებ; დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ; ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ; ვ) დანახარჯების შესახებ. 3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას. მუხლი 22🔗. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით. 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე გრანტის გამცემი ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად. 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები. მუხლი 23🔗. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.