„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №32

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ,ვებგვერდი,24.02.2014, სარ.კოდი: №010340000.32.061.016081) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-4 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:“.

2. მე-5 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:“.

3. მე-6 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:“.

4. მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:“.

6. მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. 24-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე და 26-ე პუნქტები:

„25. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:

25.1  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის, მათ შორის, საჯარო სამსახურში პროტოკოლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („edocument“) მუშაობის გამოცდილება;

ვ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას).

25.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (ΙΙΙ თავი);

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -– დევნილთა შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”.

ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ;

კ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

მ) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.

26. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:

26.1  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში პროტოკოლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („edocument“) მუშაობის გამოცდილება;

ვ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას).

26.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ)  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (ΙΙΙ თავი);

დ ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”.

ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ;

კ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

მ) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                     ვახტანგ ყოლბაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2016.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2016. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016200.
რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №32, 29.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3404905/