სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1609/ო2016 წლის 22 სექტემბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა”) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,, MEDLIFE”-ზე“ (მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის ქ. №84ა) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია ”– N002210 ბრძანება N02-105/ო, 26. 01.2016 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი ,№6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,MEDLIFE”-ს ხელმძღვანელის ვ. ჯანიაშვილის განცხადება №93449 , 08.09.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე