საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2016
ძალის დაკარგვა 31.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016574
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,292 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2016 მიღება
31.12.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №558 2016 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) (შემდგომში – ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. ცენტრი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ცენტრი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. მუხლი 3🔗 ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 ცენტრი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II ცენტრის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 ცენტრის ამოცანებია: ა) ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ეროვნული სისტემის მუდმივი განვითარება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; გ) მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; დ) საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; ე) კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 6🔗 ცენტრი: ა) უზრუნველყოფს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირებას; ბ) ახორციელებს ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენას; გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, შესაბამისი დანაყოფისათვის ინფორმაციის გადაცემას; დ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გამოვლენილი ინციდენტების შესახებ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას; ე) უზრუნველყოფს საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივ მონიტორინგს პრევენციული და სამართალდარღვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას; ვ) აწარმოებს ინციდენტებზე შესაბამისი დანაყოფების რეაგირების ღონისძიებების აღრიცხვას, ანალიზს და საოპერაციო ანალიტიკას; ზ) უზრუნველყოფს საპოლიციო ოპერაციების განხორციელებისას შესაბამის დანაყოფებს შორის ეფექტიან კომუნიკაციას და კოორდინირებულ მუშაობას; თ) ახდენს ინციდენტებზე მორეაგირე დანაყოფებისათვის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აუცილებელი პირველადი და სიტუაციური ინფორმაციის მიწოდებას და მათ შემდგომ, უწყვეტ ანალიტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას, საჭიროების შემთხვევაში; ი) ახდენს მასშტაბური ღონისძიებების, ოპერაციების და კრიზისული ვითარების დროს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ერთიანი რეაგირების ღონისძიებების სტრატეგიულ მართვას კომპეტენციის ფარგლებში; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მონაცემთა ბაზების ერთიან მართვას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას ბაზების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით; ლ) ახდენს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვას, შენახვას, დაარქივებას და მესამე პირთათვის გადაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართულ ფუნქციონირებას, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗 1. ცენტრი ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ერთიან მართვას, როდესაც: ა) ხდება ადამიანთა დიდი ჯგუფების შეკრება ერთ ან რამდენიმე ადგილზე და აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; ბ) საპოლიციო ან სხვა ღონისძიების მასშტაბიდან ან ხასიათიდან გამომდინარე საჭიროა სამინისტროს დანაყოფების მობილიზება და მაღალი ხარისხის კოორდინაცია; გ) კრიზისული ვითარების, ბუნებრივი კატასტროფის ან/და სხვა განსაკუთრებული შემთხვევის გამო შეუძლებელია სამინისტროს დანაყოფების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. 2. გადაწყვეტილებას შესაბამისი დანაყოფების ერთიანი მართვის საჭიროების შესახებ იღებს მინისტრი, რის შესახებაც აცნობებს ცენტრს. ცენტრი უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ცენტრში დაუყოვნებლივ გამოცხადებას. 3. ცენტრი ამ მუხლის პირველ პუნქტით დადგენილ შემთხვევებში წარმოადგენს სამინისტროს სამეკავშირეო რგოლს და თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კომპეტენციის ფარგლებში. თავი III ცენტრის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 8🔗 ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ვიდეომეთვალყურეობის, ოპერაციებისა და ანალიტიკის სამმართველო; ბ) ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველო. მუხლი 9🔗 ვიდეომეთვალყურეობის, ოპერაციებისა და ანალიტიკის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირებას; ბ) ახორციელებს ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენას; გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, შესაბამისი დანაყოფისათვის ინფორმაციის გადაცემას; დ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გამოვლენილი ინციდენტების შესახებ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას; ე) უზრუნველყოფს საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივ მონიტორინგს პრევენციული და სამართალდარღვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას; ვ) აწარმოებს ინციდენტებზე შესაბამისი დანაყოფების რეაგირების ღონისძიებების აღრიცხვას, ანალიზს და საოპერაციო ანალიტიკას; ზ) უზრუნველყოფს საპოლიციო ოპერაციების განხორციელებისას შესაბამის დანაყოფებს შორის ეფექტიან კომუნიკაციას და კოორდინირებულ მუშაობას; თ) ახდენს ინციდენტებზე მორეაგირე დანაყოფებისათვის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აუცილებელი პირველადი და სიტუაციური ინფორმაციის მიწოდებას და მათ შემდგომ, უწყვეტ ანალიტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას, საჭიროების შემთხვევაში; ი) უზრუნველყოფს მასშტაბური ღონისძიებების, ოპერაციებისა და კრიზისული ვითარების დროს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ერთიანი რეაგირების ღონისძიებების სტრატეგიულ მართვას, კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 10🔗 ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს მონაცემთა ბაზების ერთიან მართვას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას ბაზების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას; გ) ახდენს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვას, შენახვას, დაარქივებას და მესამე პირთათვის გადაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართულ ფუნქციონირებას კომპეტენციის ფარგლებში. თავი IV ცენტრის ხელმძღვანელობა მუხლი 11🔗 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წყვეტს ცენტრის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) თვალყურს ადევნებს ცენტრის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; დ) ანაწილებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციასა და დავალებებს ცენტრის სამმართველოებს შორის; ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ცენტრის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ზ) აანალიზებს ცენტრის საქმიანობას, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, ცენტრის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით; თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; ი) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტაციას; კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის მოსამსახურეების სამობილიზაციო მზადყოფნას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. ცენტრის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს მისი მოადგილე. მუხლი 12🔗 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს ცენტრის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს ცენტრის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს ცენტრში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა ან/და ხელმოწერას; დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის დირექტორის წინაშე. თავი V ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა მუხლი 13🔗 1. ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს კორესპონდენციას და დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), ცენტრის დირექტორისა და ცენტრის დირექტორის მოადგილის წინაშე.