სს ,,ტრანსსერვისი"-ს განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება სააქციო საზოგადოების „ტრანსსერვისის“

აქციონერთა საყურადღებოდ

 

სააქციო საზოგადოების „ტრანსსერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 237078737) აქციონერების მორიგი საერთო კრება მოწვეულია 2016 წლის 31 ოქტომბერს, კომპანიის ოფისში, ქ. ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის 74-ში, დღის 12 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:  

1. სს „ტრანსსერვისის“  სახაზინო აქციებით გამოშვებული ჩვეულებრივი სახელობითი აქციების შემცირების შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

2. სს „ტრანსსერვისის“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულების შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

3. სს „ტრანსსერვისის“ საწესდებო კაპიტლის შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

4. სს „ტრანსსერვისის“ ახალი წესდების შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);  

5. სს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების  არჩევის შესახებ (მომხსენებელი შალვა ორაგველიძე);

6. სს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოსათვის სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ.

საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 29 სექტემბერი და, შესაბამისად, კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74ა, მე-7 სართული, ტელ.: (32) 2226418, ან  მის  წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ. 37, ოფისი 19; ტელ.: 599158806.

კრებაში მონაწილეობისათვის გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების დირექტორს; ტელ.: 557410909.

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.

 

რეკომენდაციები კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით

საკითხი პირველი: სს „ტრანსსერვისის“ დღეისათვის არსებული გამოშვებული აქციების რაოდენობა, 67000 ცალი, შემცირდეს 11951 აქციით, სახაზინო აქციების ხარჯზე. გამოშვებული აქციის რაოდენობა განისაზღვროს 55049 აქციით.

საკითხი მეორე: სს „ტრანსსერვისის“ ერთი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის ნომინალური ღირებულება 1,1641 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2 ლარით. 1,1641 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 1 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია გადაიცვალოს 2 ლარის ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივ სახელობით აქციაზე;

საკითხი მესამე: სს „ტრანსსერვისის“ საწესდებო კაპიტალი ნაცვლად 78000 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 110098 ლარით.

საკითხი მეოთხე: მიღებულ იქნეს საზოგადოების ახალი წესდება; წესდების ახალი რედაქციის პროექტი განთავსებულია კომპანიის ოფისში.

საკითხი მეხუთე: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი განისაზღვროს სამით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ ავთანდილ ღლონტი, თენგიზ ქუტიძე, როზა ჩხარტიშვილი.

საკითხი მეექვსე: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სახელფასო ფონდი განისაზღვროს 1600,00 (ერთი ათას ექვსასი) ლარით.

 

დირექტორი                                                                                   შალვა ორაგველიძე