საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების №23 შესწორება

მიღების თარიღი 30.09.2016
ძალაში შესვლა 30.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით:   გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
ნომერი №35-92
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2016
matsne.gov.ge 638 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2016 მიღება
30.09.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით:   გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით:   იან ქ. კელი აშშ-ის ელჩი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 22.02.2019 „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების №23 შესწორების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 29.09.2016 „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 79% 12.06.2025 „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 79% 30.06.2017 „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 79% 01.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების №23 შესწორება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების №23 შესწორება I. ზოგადი ნაწილი საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (შემდგომში წოდებული როგორც “მხარე” – ინდივიდუალურად და “მხარეები” – ერთობლივად), საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული „თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ („შეთანხმება”) შესწორების და მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობიდან გამომდინარე, შემდეგ საკითხებზე თანხმდებიან: მხარეები თანხმდებიან განახორციელონ ახალი პროექტი “მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა”, რომელიც ჩაანაცვლებს წინა პროექტებს სახელწოდებით “სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის (RLA) პროგრამა” და “სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა”. მხარეები ასევე აცხადებენ თანხმობას, რომ დაემატოს “მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის” პროექტი, რათა გაგრძელდეს საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორის უწყებების შესაძლებლობების ამაღლება, საქართველოს მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად. წინამდებარე ცვლილების საფუძველზე, ამ პროექტის ფარგლებში INL უფრო თავისუფლად შეძლებს მუშაობას მართლმსაჯულების სექტორში მოქმედ პირთა უფრო ფართო წრესთან, სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისა და მოსამართლეების ჩათვლით. პროექტის სრული აღწერილობა და პროექტის შესრულების მიზნები ქვემოთ,  II და III ნაწილშია მოცემული. “შეთანხმებაში” (LOA) შეტანილი ცვლილება არ ცვლის შესრულების საზომებს, რომლებიც აღნიშნულ “შეთანხმებაში” მოცემული პროექტების მიმართ გამოიყენება. 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებულ “შეთანხმებაში” მოცემული ყველა სხვა ვალდებულება და პირობები კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება. მიმდინარე ფისკალური წლის დასრულების შემდეგ აშშ-ის მთავრობისგან დაფინანსების მიწოდება პროექტის მიზნების დამაკმაყოფილებლად მიღწევასა და იმ თანხების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული, რაც ყოველწლიურად არის ავტორიზებული და გამოყოფილი აშშ-ის კონგრესის, ხოლო დამტკიცებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ შესაძლებელია დამატებითი თანხების უზრუნველყოფა აღნიშნული მიზნებისთვის, იმავე პირობების თანახმად, რაც ამ “შეთანხმებაშია” გათვალისწინებული, ცვლილების შესაბამისად, რაც შეთანხმების შემდგომ ცვლილებას არ საჭიროებს გამოყოფილი თანხების ოდენობის ასახვისთვის.  აშშ-ის მთავრობა საქართველოს მთავრობას შეატყობინებს, როცა დამატებითი რესურსები იქნება გამოყოფილი აღნიშნული პროექტების მხარდასაჭერად. II. პროექტის აღწერილობა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა წინამდებარე პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის თანამშრომლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორის რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორის უწყებების შესაძლებლობების ამაღლება, ამავდროულად კი საქართველოს მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის დახმარება კონკრეტული პროექტების და აქტივობების მეშვეობით განხორციელდება, რასაც INL, როგორც დონორი, ასევე საქართველოს კონკრეტული სამინისტროები, უწყებები ან/და ის ორგანიზაციები შეიმუშავებენ და შეათანხმებენ, რომლებიც თითოეული ამგვარი პროექტის მოსარგებლეები ან/და მიმღები მხარეები იქნებიან. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროექტებში შედის, მაგრამ არა მარტო, საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების ხელშეწყობა; კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა; სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პირების პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის ამაღლება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება სისხლის სამართლის კომპლექსური საქმეების განხილვის მიმართულებით; მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამის მიზნების განხორციელების მიმართ პროგრესში შედის: · სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორში მიღწეული პროგრესი ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით. · სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი პრაქტიკოსების მუშაობის გაუმჯობესება, რაშიც შედის ისეთი კომპლექსური საქმეების უკეთ განხილვა, როგორიცაა: ტრანსნაციონალური დანაშაული, ფულის გათეთრება, ანტინარკოტიკული და ანტიკორუფციული საქმიანობა, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და კიბერდანაშაული, შესრულების “სმარტ” (SMART) საზომების დადგენით, რაც ობიექტურ ცვლილებას აჩვენებს. ·  საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის” ეს პროექტი ჩაენაცვლება ადრე განხორციელებულ პროექტს “სამართლებრივი მრჩევლის (RLA) პროგრამა“ და „სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა“. III. პროგრამის შეფასება წინამდებარე “შეთანხმების” ფარგლებში განხორციელებული პროექტის მონიტორინგი და შეფასება რეგულარულად მოხდება დონორის და მოსარგებლეების/მიმღებების მიერ. დონორის და მოსარგებლეების/მიმღებების შესაბამისი თანამშრომლები პროექტის ღონისძიებების უწყვეტ მონიტორინგს განახორციელებენ. ამას გარდა, მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ პროგრესის განმხილველი ერთობლივი შეხვედრების, სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრების, ან მონიტორინგის და შეფასების სხვა მექანიზმების მეშვეობით, რაც  დონორსა და მოსარგებლე/მიმღებს შორის იქნება შეთანხმებული ცალკეული პროექტისთვის. შეფასების შეხვედრების გამართვა ან ზომების მიღება საჭიროების მიხედვით მოხდება, გონივრულ ფარგლებში. პროგრესი წარმატების ინდიკატორების შესაბამისად შეფასდება, რაც ყოველი კონკრეტული პროექტისთვის უნდა იქნეს დადგენილი. აღნიშნულ შეფასებაში გასათვალისწინებელი ინფორმაცია ასევე თვისებრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს მოიცავს. აშშ-ის მთავრობა პროექტის შედეგების შესახებ საქართველოს მთავრობას ანგარიშს წარუდგენს. შესრულებულია ქ. თბილისში, საქართველო, 2016 წლის 30 სექტემბერს, ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია. საქართველოს მთავრობის სახელით: გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით: იან ქ. კელი აშშ-ის ელჩი