„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/04
სარეგისტრაციო კოდი
190040000.18.011.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №105/04

2016 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1.  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საფირმო სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.“

 

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 42 პუნქტი:

 

„42. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს უარი უთხრას ფულადი გზავნილების განმახორცილებელი პირის რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან დირექტორის მიერ არ არის გადახდილი რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.“.

 

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

 

„71. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმებაზე:

ა) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

ბ) თუ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)ოთარ ნადარაია