საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.10.2016
ძალის დაკარგვა 02.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.026.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№77
2016 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ც” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:
ა) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი) (დანართი №1);
ბ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი) (დანართი №2);
გ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი) (დანართი №3);
დ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი №4);
ე) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი №5);
ვ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი №6);
ზ) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი №7);
თ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი №8);
ი) მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი №9);
კ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი №10);
ლ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №11);
მ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №12);
ნ) მედალი ,,გიორგი ანწუხელიძე“ (დანართი №13).
2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №14).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია