საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №459
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.019525
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2016
matsne.gov.ge 622 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემა
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი
მუხლი 2
რეგისტრაცია
ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც ნებართვის მაძიებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა,  ისარგებლოს  ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემით
მუხლი 2
ავტორიზაცია
რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ინტერაქციის ელექტრონულ  საკომუნიკაციო სისტემაში შესვლა, რომლითაც ნებართვის მაძიებელი მოახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას
მუხლი 2
განცხადება
ნებართვის მაძიებლის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით, სააგენტოსთვის მიწოდებული წერილობითი მოთხოვნა
მუხლი 2
პირადი გვერდი
ნებართვის მაძიებლის ინდივიდუალური გვერდი ინტერაქციის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სააგენტოსთან.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონი 93% 22.03.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 02.05.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 29.08.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 12.12.2014 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.02.2020

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №459 2016 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​4 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და  გაცნობის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს სსიპ –  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო)  მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის მეშევეობით გაცემის წესს, ასევე ამ წესის შესაბამისად გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესსა და პირობებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის II სტადიაზე, თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემაელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით; ბ) ნებართვის მაძიებელი„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი; გ) რეგისტრაცია – ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც ნებართვის მაძიებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა,  ისარგებლოს  ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემით; დ) ავტორიზაცია – რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ინტერაქციის ელექტრონულ  საკომუნიკაციო სისტემაში შესვლა, რომლითაც ნებართვის მაძიებელი მოახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას; ე) განცხადება – ნებართვის მაძიებლის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით, სააგენტოსთვის მიწოდებული წერილობითი მოთხოვნა; ვ) პირადი გვერდი – ნებართვის მაძიებლის ინდივიდუალური გვერდი ინტერაქციის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სააგენტოსთან. მუხლი  3🔗.  განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წესი და პირობები  1. სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით  სააგენტოსთვის მიწოდებული ნებართვის მაძიებლის განცხადებით. ამ პუნქტში მითითებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება მოწმდება ავტორიზაციისა და ინტერაქციის ელექტრონულ საკომუნიკაციო სისტემაში  სააგენტოსთვის მიწოდებული დოკუმენტაციის საშუალებით, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ნებართვის მაძიებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებას, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის საშუალებით, სააგენტოს ვებგვერდზე – www.tacsa.gov.ge  თან უნდა დაურთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  დოკუმენტები და ინფორმაცია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის მაძიებელს. მუხლი  4🔗. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისა და გაცნობის წესი და პირობები 1. სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაცემულ იქნეს ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. 2. სააგენტოს მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი ოფიციალური გაცნობისთანავე. 3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და შესაბამის სანებართვო მოწმობას ნომერი, თარიღი და შტრიხკოდი ენიჭება ავტომატურ რეჟიმში, ინტერაქციის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემის  მეშვეობით. 4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ნებართვის მაძიებლისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირად გვერდზე გაგზავნასა და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას. 5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამის სანებართვო მოწმობასთან  ერთად, ნებართვის მაძიებელს მიეწოდება მის პირად გვერდზე.