სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022235
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №190 7

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და   მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ  საკუთრებაში გადაეცეთ ამ ავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა )     ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები, ხელშეკრულები ს დადების მომენტისათვის, არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე  დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;

ბ )    ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვ ონ სახელმწიფოს ა გან ან მუნიციპალიტეტ(ებ)ისაგან , ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანო ნ მდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. შემძენის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთის შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ ამ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის გასხვისებისას, ახალ შემძენზე არ გადადის ამ ავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ მა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალი ს წინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 16.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022235.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №0, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022235 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3407846/