სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჯეოპარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1912
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შარასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფრეკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნეოსტარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნეო გლასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჯეოპარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1912
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჯეოპარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 939098.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №27.15.45.340) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 390161.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №27.15.45.012), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯეოპარსს“ (ს/კ №405156156).
2.
ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 16 (თექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე, ხოლო ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის შემთხვევაში, ასევე შესაბამის ქონებაზე, ამ განკარგულების შესაბამისად განსახორციელებელი შესაბამისი პროექტების სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის (შემდგომში - კვლევა), მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასების (ESIA) განხორციელება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა.ა) კვლევა მომზადებული იქნეს ბაზარზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ, რომელიც წინასწარ შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან;
ა.ბ) კვლევამ უნდა მოიცვას შემდეგი:
ა.ბ.ა) დასტური, რომ ყველა გონივრული ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების რისკები შესწავლილია და გადაცემულ ქონებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მომავალში არ გამოიწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად;
ა.ბ.ბ) დასტური, რომ შემოთავაზებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ქარხნის უსაფრთხო ფუნქციონირებას/ოპერირებას;
ა.ბ.გ) დასტური, რომ შემოთავაზებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის ან/და მისი ეკვივალენტური;
ა.ბ.დ) დასტური, რომ წინასწარ არის განჭვრეტილი და განსაზღვრული ყველა საჭირო ზომა, რათა შემოთავაზებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ფუნქციონირების/ოპერირების დროს თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევები, ხოლო მათი დადგომის შემთხვევაში - მაქსიმალურად შემცირდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანი;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ.ა“ – „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევის შედეგების დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვეში, ამავე კვლევის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა, ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ცხადყოფს, რომ პროექტი განუხორციელებელია, კვლევის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა, მისი დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევით პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნის სახელმწიფოსათვის წარმოდგენის შემთხვევაში, ამგვარი დასკვნის სახელმწიფოს მიერ მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ დაბრუნების უზრუნველყოფა;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით,
შპს „ჯეოპარსის“ მიერ გამოუხმობადად და უპირობოდ უარის თქმა ამავე უძრავ ნივთებთან ან/და მათ ნაწილთან დაკავშირებულ ნებისმიერ (მათ შორის, გაწეული დანახარჯების ან ზიანის ანაზღაურების) უფლებებზე;
ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევით პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში ამგვარი დასკვნის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო საფასურის 1 (ერთი) ლარის გადახდა და ამასთან ამავე ვადაში,
6 646 300 (ექვსი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას სამასი) ლარის ოდენობის საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულებას და მოქმედი იქნება არანაკლებ 60 (სამოცი) თვის ვადით;
ვ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევით პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში
ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კვლევის დასრულებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, წლიურად არანაკლებ 4 745 365 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდახუთი ათას სამას სამოცდახუთი) ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
ვ.ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კვლევის დასრულებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ნებართვის მოპოვება;
ვ.ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კვლევის დასრულებიდან - 9 (ცხრა) თვის ვადაში - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება;
ვ.გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კვლევის დასრულებიდან - 33 (ოცდაცამეტი) თვის ვადაში - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დასრულება (ექსპლუატაციაში მიღება) და აღჭურვა;
ვ.დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კვლევის დასრულებიდან - 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში - შესაბამისი კანონმდებლობით (ლიცენზიის გაცემისას) გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება და წარმოების დაწყება;
ზ) ამ პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით
, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის განხორციელება;
თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის ან/და მისი ეკვივალენტური, ან საქართველის კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიის პირობების შესაბამისად;
ი) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტება ამ პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში;
კ) საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების (გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის (ლოტი 1) და ფოთი-გრიგოლეთი (ლოტი 2) მონაკვეთებისათვის მშენებლობის პროექტის დამტკიცებამდე), მაგრამ არაუმეტეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ღერძიდან 100 (ასი) მეტრის ფარგლებში არსებულ ნაწილზე სამშენებლო სამუშაოების განუხორციელებლობა;
ლ) ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოების დაწყების თაობაზე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ჯეოპარსისათვის“ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთებიდან, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრის ფარგლებში, მოთხოვნილი ნაწილის გამოთავისუფლება, დაყოფა და მისი უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ შპს „ჯეოპარსი“ არ მოითხოვს ამავე უძრავ ნივთებზე ან/და მათ ნაწილზე გაწეული ნებისმიერ დანახარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებას.
3. შპს „ჯეოპარსი“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც შეადგენს არანაკლებ 60 (სამოცი) თვეს, ხოლო ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველსაყოფად დამატებით უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადაც შეადგენს არანაკლებ 56 (ორმოცდათექვსმეტი) თვეს.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შპს „ჯეოპარსისათვის“ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის დაბრუნება.
5. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში სახელმწიფომ და შპს „ჯეოპარსმა“ კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად ითანამშრომლონ შპს „ჯეოპარსის“ მიერ პეტროქიმიის საწარმოს და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის მოძიების მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი თანამშრომლობის შედეგად მოძიებული იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შპს „ჯეოპარსის“ მომართვიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის შპს „ჯეოპარსისათვის“ სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის, შესაბამისი განკარგულების პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის მიზნით, უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იმ პირობით, რომ შპს „ჯეოპარსი“ დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში საპრივატიზებო პირობის სახით იკისრებს არანაკლებ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის განხორციელებას და შესაბამისი ქონების დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის ოდენობის საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, რომელიც უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულებას და მოქმედი იქნება არანაკლებ 56 (ორმოცდათექვსმეტი) თვის ვადით.
6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტის შესაბამისად კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოუძიებლობის, ან სახელმწიფო ქონებაზე შესაბამისი საპრივატიზებო ხელშეკრულების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში გაუფორმებლობის შემთხვევაში, უქმდება ამ განკარგულების საფუძველზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონება, უსასყიდლოდ და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი