„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,958 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2016 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის დასახელება
1.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
1.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
1.4 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
1.6 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2016 წლის 5 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 85​1-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით   გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“,  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ძალადაკარგულად გამოცხადეს 2014 წლის 3 სექტებრის №26 (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 10.09.2014,  ს/კ 010250000.35.113.016184)  და  2016  წლის  2  მარტის  №6  დადგენილება  (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 09.03.2016, ს/კ010250050.35.113.016259). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი” (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ  საჯარო  ინფორმაციის  მიღებაზე  საფასურის   ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით: ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე ან ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე. ა) ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდზე: ozurgeti.mun.gov.ge ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით; ბ) ან ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე. 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდზე: ozurgeti.mun.gov.ge ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით. 3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით. 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი. 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. დანართი №2 მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო საამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდურად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორ- მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განახლებადია ცვლილების შემთხვევაში ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3.   ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და  ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სააჯრო ქვეყნდება კვარტალურად დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად მუნიციპალიტეტის 4.5 მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში 4.6 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში 5.   ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ მუნიციპალიტეტის 5.1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის 5.2 მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.3 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის 5.4 საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და 5.5 პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა ქვეყნდება კვარტალურად თანამშრომლებზე (ჯამურად) ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ 5.6 თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის ქვეყნდება კვარტალურად შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების 5.7 ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო ქვეყნდება ყოველწლიურად საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით 5.8 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ 5.9 მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ქვეყნდება ყოველწლიურად ინფორმაცია ჯამურად 5.10 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქვეყნდება ყოველწლიურად ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი 5.11 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ- რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.13 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.14 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლი- დან  10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლი- დან  10 დღეში 7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე ქ. თბილისის შემთხვევაში, მთავრობის სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.2 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; 7.3 დასახლების საერთო კრების ოქმები გამგეობის/მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში 7.4 ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში 7.5 მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში 7.6 პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო მისი რეგისტრაციიდან 10 7.7 რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დღის ვადაში წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ 8.   სხვა საჯარო ინფორმაცია 8.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და 8.2 საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება განახლებადია ცვლილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული საჯარო ინფორმაციის  ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე: ozurgeti.mun.gov.ge. 3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენით. 4. ამ სტანდარტის დანართით გათვალისწინებული განცხადება მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, საქართველოს მოქალაქის პირად (თერთმეტნიშნა) ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელის სახელს, გვარს და თანამდებობას; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის ზუსტ დასახელებას. 5. ამ სტანდარტის მე-4 პუნქტის დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება, რაც ეცნობება განმცხადებელს, რომელსაც მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. 6. განცხადებას არეგისტრირებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი, რომელიც რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების შემდეგ მას გადასცემს საჯარო ინფორმაციისათვის პასუხისმგებელ პირს. 7. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის დადასტურების მომდევნო სამუშაო დღიდან. 8. საჯარო ინფორმაცია გაიცემა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. 9. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით. 10. თუ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამსახური ამას აცნობებს განმცხადებელს და: ა) თუ საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილია კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შემდეგ განმცხადებლისათვის წარდგენას; ბ) თუ საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კომპაქტურ დისკზე/მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი სახით, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და მისთვის გადაცემას. 11. საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 12. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.