ს.ს.,,ელეგანტი“ ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს ,,ელეგანტის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 31 ოქტომბერს, დღის 15 საათზე, თბილისში, გლდანის 1 მ/რ ( ყოფილი ავეჯის სახლი), მოწვეულია სს ,,ელეგანტის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება;
სს ,,ელეგანტის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 13 სექტემბერი.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა;
2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
3. სხვადასხვა.
რეკომენდაციები:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
10000 ლარის გაცემა დივიდენდების სახით და დარჩენილი თანხის საწარმოს განვითარების ფონდში დატოვება.
სს ,,ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე:
ქ. თბილისი, გლდანის 1 მ/რ (ყოფილი ავეჯის სახლი), დღის 15 სთ-ზე;
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილული იქნება კრებაზე;
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორში.
სს ,,სი ეს არ“ თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №74/11, ტელ.: 599 55 24 95, ელ.ფოსტა:merabvardiashvili@gmail.com.
გენერალური დირექტორი ზურაბ გამყრელიძე