„საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.10.2016
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2016
matsne.gov.ge 840 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 26.02.2025 შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2024 „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 29.11.2024 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 05.07.2021 „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 26.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №09 2016 წლის 13 ოქტომბერი ქ. ბათუმი „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო კოდექსის 28-ე მუხლის „ი“ პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესი“.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესი“ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს გემის რეგისტრაციის აგენტების (შემდგომში – აგენტი) აღიარების და საქმიანობის წესს. 2.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დირექტორს, მთავარ რეგისტრატორს, უფლება აქვს საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ აგენტზე გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობების გაცემის მიზნებისთვის. 3. სააგენტო  აღიარებული აგენტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე www.mta.gov.ge. 4. სააგენტო ახორციელებს  აგენტების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს, მათი აღიარების შეჩერების, გაუქმების და განახლების ჩათვლით, საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად. მუხლი 2🔗. აგენტის აღიარების პროცედურა 1. აგენტი შესაძლოა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება დროშის ადმინისტრაციასთან და საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან. აგენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების მოზიდვა და გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განავითაროს ურთიერთობები გემთმფლობელსა და სააგენტოს შორის. აგენტი უნდა ფლობდეს ინფორმაციას საზღვაო-სანაოსნო ბაზრის ყველა კომერციული და ტექნიკური ასპექტის შესახებ. 2. აგენტი მოქმედებს გემთმფლობელის დავალებით და სახელით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით, აგენტი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სააგენტოს, ელექტრონული ან ბეჭდური სახით: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში  განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) აგენტის სახელი და გვარი; ა.ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი; ა.გ) აგენტის საქმიანობის რეზიუმე; ა.დ) საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები ასეთის არსებობის შემთხვევაში.; ბ) იურიდიული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; ბ.ბ) იურიდიული პირის საქმიანობის  რეზიუმე; ბ.გ) საერთაშორისო კონვენციებით/რეზოლუციებით გათვალისწინებული მოწმობები/სერტიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს მოეთხოვება მოახდინოს მისი სამუშაოს აღიარებულ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა ან/და გააჩნდეს „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციის „გემების მართვის საერთაშორისო კოდექსის“ შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC). 4. სააგენტო განიხილავს და  აფასებს აღიარებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემდგომ სააგენტო იწვევს აგენტს გასაუბრებაზე. გასაურება ასევე შესაძლებელია მიმდინარეობდეს  კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებების გამოყენებით.  გასაუბრების შედეგად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აგენტის აღიარების/არაღიარების თაობაზე. 6.იმ შემთხვევაში, თუ აგენტი ვერ შეძლებს ჩამოსვლას გასაუბრებაზე, ის დასაბუთებული განცხადებით მიმართავს სააგენტოს გასაუბრების გავლის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაზედაც გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის მიერ.   7. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო აგენტთან აფორმებს ხელშეკრულებას და გასცემს დანართი №1-ით დამტკიცებულ უფლებამოსილების მინიჭების შესახებ/დანიშვნის შესახებ სერტიფიკატს. 8. აგენტი არის გემთმფლობელის წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში. 9. მთავარი რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას აგენტზე გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობების ხელმოწერისა და გაცემის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში წვდომის მინიჭების გზით. გემის სარეგისტრაციო ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერას და ვალიდაციას გადის საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შესაბამის მოდულებში, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხელმოწერის გზით. მუხლი 3🔗. აგენტის უფლებები და  ვალდებულებები 1. აგენტი უფლებამოსილია იქონიოს საკუთარი მომსახურების საფასურის სისტემა. 2. აგენტი უფლებამოსილია გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გემთმფლობელს დაუწესოს დამატებითი გადასახადი  ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საქართველოს დროშის კონკურენტუნარიანობას. 3. აგენტი ვალდებულია მოიკვლიოს ბაზარი იმ მიზნით, რათა განალაგოს/განათავსოს გემები საქართველოს დროშის ქვეშ სააგენტოს მიერ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების მხედველობაში მიღებით. 4. აგენტი დახმარებას უწევს გემთმფლობელს და გემებს ადგილობრივი ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლთან წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად. 5. აგენტი ვალდებულია გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გაწეული მომსახურების ჯამური ოდენობა ერთჯერადად გადარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე და ასევე ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ფინანსური ანგარიშები სააგენტოს მიაწოდოს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 6. აგენტი ვალდებულია მცურავი საშუალების ყოველწლიური სარეგისტრაციო მოსაკრებლის თანხა გადარიცხოს შესაბამის ანგარიშზე გემის რეგისტრაციამდე. ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდოს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 7. აგენტის ურთიერთობა სააგენტოსთან განისაზღვრება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 4🔗. სააგენტოს უფლებებამოსილებანი 1. ქართული დროშის ქვეშ გემების რეგისტრაცია წარმოადგენს ექსკლუზიურად სააგენტოს უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტო ინახავს გემების შესახებ ჩანაწერებს, სერტიფიკატებს და ტექნიკურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტო აცნობებს აგენტს საქართველოს დროშის ქვეშ გემების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააგენტოს პოლიტიკის შესახებ. 4. სააგენტო აცნობებს აგენტს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.   დანართი №1 GEORGIA MARITIME TRANSPORT AGENCY CERTIFICATE OF APPOINTMENT No: ________                                                                                     Date: _______ I, -------- holding the office of Director of LEPL Maritime Transport Agency of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, hereby certify that              ____________ (Name, Address) was duly appointed and sworn in as a General Agent of the Maritime Transport Agency of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia in accordance with the Act and Regulations of Maritime Transport Agency of Georgia, in order to carry out activities under the terms and conditions of the General Agency Agreement. The General Agent shall serve as the link between MTA and the Ship-owner and/or Ship manager. WITNESS my hand and seal of the Director of Maritime Transport Agency of Georgia this  day of -------. ___________________ Director.