„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი

მიღების თარიღი 04.04.2016
ძალაში შესვლა 08.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
ნომერი №24/76
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2016
matsne.gov.ge 2,025 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2016 მიღება
08.07.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
საქართველოს სახელმწიფო გერბი გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის ფედერაციული გერბი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის სახელით 98% 27.03.2014 საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 05.09.2013 ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 16.10.2018 „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 10.07.2019 „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________ 95% 07.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი . საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“ - საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც  „შეთანხმება“) მე-19 მუხლის თანახმად, შეთანხმების  განხორციელების გაადვილების მიზნით - შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 კომპეტენტური ორგანოები (1) შეთანხმების განხორციელებისთვის კომპეტენტური ორგანოები არიან: 1.  საქართველოს მხრიდან -   საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის განაცხადების მიღებაზე, - მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის ან ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადის წარდგენაზე ან მიღებაზე, -   გერმანიის      ფედერაციული      რესპუბლიკის      მოქალაქეების      რეადმისიის განაცხადის წარდგენაზე, -    სამგზავრო დოკუმენტების გაცემის მოთხოვნაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. 2.   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან -  რეადმისიის   განაცხადის,   ტრანზიტთან   დაკავშირებული   განაცხადის   და სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული განაცხადის წარდგენაზე უცხოელთა   შესახებ   კანონმდებლობის   განხორციელებაზე   პასუხისმგებელი უწყებები ან ფედერალური პოლიციის სათავო ოფისი, -  რეადმისიის განაცხადის მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოში ან ფედერალური პოლიციის სათავო ოფისი, - რეადმისიის   განაცხადების   განხილვის   და   ტრანზიტთან   დაკავშირებული განაცხადების მიღებისა და განხილვის, ასევე ანგარიშსწორებისათვის ფედერალური პოლიციის სათაო ოფისი; (2) შეთანხმების  და ამ საიმპლემენტაციო ოქმის დებულებების განხორციელებისთვის პირველ პუნქტში დასახელებული ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. (3) ამ    საიმპლემენტაციო ოქმის განხორციელების  მიზნით    ხელშემკვრელი მხარეები ამ საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთმანეთს დიპლომატიური გზით მიაწვდიან პირველ პუნქტში დასახელებული კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო მონაცემებს. შემდგომში კომპეტენტური ორგანოები თავიანთი საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი  ცვლილების  შესახებ  უშუალოდ  აცნობებენ  ერთმანეთს წერილობით. (4) პირველ   პუნქტში   დასახელებული   კომპეტენტური   ორგანოების   შეცვლის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გაცვლიან დიპლომატიური გზით. მუხლი 2🔗 სასაზღვრო გამტარი პუნქტები (1) რეადმისიისათვის, ასევე სატრანზიტოდ მიღებისათვის ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს: 1. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე: -  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. 2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე: -  ყველა საერთაშორისო აეროპორტი. (2) ხელშემკვრელი მხარეები  დიპლომატიური  გზით  დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს პირველ პუნქტში დასახელებული სასაზღვრო გამტარი პუნქტების ცვლილების შესახებ. მუხლი 3🔗 მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებები (1) ხელშემკვრელი  მხარეები  თანხმდებიან,  რომ  მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებად შეთანხმების მე-2 (1) მუხლის, მე-4 (1) მუხლის, მე-8 (2) მუხლის და მე-2 დანართის თანახმად შეიძლება წარადგინონ თითის ანაბეჭდებიც და შესაბამის შემთხვევებში სხვა ბიომეტრიული მონაცემები. ხელშემკვრელი მხარეები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობას დამაჯერებლად მიიჩნევენ, თუ ამ საფუძველზე და ოფიციალურ რეესტრში გადამოწმების შედეგად გაირკვევა, რომ პირი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქედ არის რეგისტრირებული. (2) თუ შეთანხმების მე-8 (3) მუხლსა და ამ საიმპლემენტაციო ოქმის მე-4 მუხლში აღნიშნული გასაუბრების შედეგად დადასტურდება რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა, ხელშემკვრელი მხარეები ცნობენ ამ შედეგს მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებად. მუხლი 4🔗 გასაუბრებები (1) შეთანხმების  მე-8  (3)  მუხლში  აღნიშნული  გასაუბრებები  შეთანხმების  მე-5 დანართის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მაშინაც უნდა ჩატარდეს, თუ მანამდე შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისი რეადმისიის განაცხადის საფუძველზე ვერ დადგინდა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობა და რეადმისიის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი ითქვა. (2) გასაუბრება შეთანხმების მე-5 დანართის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ხელახლა უნდა ჩატარდეს, თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გააჩნია ახალი მინიშნებები, რომლებიც რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობაზე მიუთითებენ. (3) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება შეთანხმების მე-8 (3) მუხლში აღნიშნულ გასაუბრებას, როგორც წესი, ატარებს თავის შენობაში. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გასაუბრებისთვის სხვა ადგილის შეთანხმება. (4) თუ გასაუბრებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი წარმომადგენელი ატარებს, მასში მონაწილეობის მიღება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელსაც შეუძლია. გასაუბრების შედეგები ეცნობება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გასაუბრების ჩატარებიდან თორმეტი (12) კალენდარული დღის განმავლობაში. (5) გასაუბრების   შედეგის   შეტყობინებისათვის   შესაძლებელია    კომუნიკაციის ყველანაირი საშუალების გამოყენება, ელექტრონული საშუალებების ჩათვლით, განსაკუთრებით კი ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან რეადმისიის საქმეთა მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენება. გადამცემმა უწყებებმა უნდა მიიღონ აუცილებელი და ჯეროვანი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა უზრუნველყონ დასამუშავებელი მონაცემების განკარგვადობა, მთლიანობა, ავთენტურობა და კონფიდენციალურობა არსებული ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. (6) თუ   მოთხოვნის   წარმდგენი   ხელშემკვრელი   მხარის   მიერ   მოთხოვნილი გასაუბრება   ფაქტობრივი მიზეზების გამო ვერ ჩატარდა შეთანხმების მე-8 (3) მუხლში დასახელებულ ვადებში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ გასაუბრების შემდეგ. მუხლი 5🔗 რეადმისიის განაცხადი (1) მოთხოვნის    წარმდგენი    ხელშემკვრელი    მხარის    კომპეტენტური    ორგანო რეადმისიის   განაცხადს   წარუდგენს   მოთხოვნის   მიმღები   ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმების მე-10 (1) მუხლში დასახელებულ ვადაში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე უდასტურებს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის განაცხადის მიღებას. (2) მოთხოვნის  წარმდგენი  ხელშემკვრელი  მხარე  რეადმისიის  განაცხადს  თან ურთავს შეთანხმების 1-4 დანართებში დასახელებული დოკუმენტების ასლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე შევსებულ სტანდარტულ ფორმას – „European Fingerprints Standard“, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის თითის ანაბეჭდების და ფოტოსურათის ჩათვლით, თუ დანართ 1-ში დასახელებული დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი. (3) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე განაცხადს პასუხობს შეთანხმების მე-10 (2) მუხლით დადგენილ ვადაში. (4) რეადმისიის განაცხადის წარდგენის, მისი მიღების დადასტურების და მასზე პასუხისათვის შესაძლებელია კომუნიკაციის ყველანაირი საშუალების გამოყენება, ელექტრონული საშუალებების ჩათვლით, განსაკუთრებით კი ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან რეადმისიის საქმეთა მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენება. გადამცემმა უწყებებმა უნდა მიიღონ აუცილებელი და ჯეროვანი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა უზრუნველყონ დასამუშავებელი მონაცემების განკარგვადობა, მთლიანობა, ავთენტურობა და კონფიდენციალურობა  არსებული  ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 6🔗 რეადმისიის პროცედურა (1) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე   შეთანხმების მე-11 (1) მუხლში მითითებულ ვადებში წერილობით ატყობინებს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს დაგეგმილი რეადმისიის შესახებ ამ საიმპლემენტაციო ოქმის დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, მე-5 (4) მუხლში დასახელებული კომუნიკაციის საშუალებებით. (2) იმ შემთხვევებში, როდესაც სამართლებრივი ან ფაქტობრივი დაბრკოლებების გამო გადაცემის დაგეგმილი თარიღის დაცვა ვერ ხერხდება, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამ დაბრკოლებების შესახებ. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია, ხელახლა წარადგინოს რეადმისიის შესახებ შეტყობინება პირველი პუნქტის შესაბამისად. (3) შეთანხმების   მე-11   (2)   მუხლის   შეუზღუდავად,   ხელშემკვრელი   მხარეები მიისწრაფვიან რეადმისიის და ტრანზიტის საჰაერო გზით განხორციელებისკენ. (4) შეთანხმების   მე-12   მუხლის   შესაბამისად   შეცდომით   განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ მისთვის გადაცემული ყველა დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს. თუ მონაცემების და საბუთების გადაცემა განხორციელდა ელექტრონული გზით, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ წაშალოს ისინი. მუხლი 7🔗 ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადი და სატრანზიტო პროცედურა (1) ტრანზიტთან   დაკავშირებული   განაცხადის   წარდგენა   შეთანხმების   მე-14 მუხლის შესაბამისად ხორციელდება შეთანხმების მე-6 დანართად თანდართული ფორმის მეშვეობით. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით გადასცემს ფორმას დაგეგმილ სატრანზიტო ოპერაციამდე არაუგვიანეს თხუთმეტი (15) კალენდარული დღით ადრე, ხოლო საჰაერო სატრანზიტო ოპერაციების შემთხვევაში, არაუგვიანეს ხუთი (5) კალენდარული დღით ადრე. (2) შეთანხმების    მე-14    (1)    მუხლში    დასახელებული    მონაცემების    გარდა, ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადი შეიცავს შემდეგ დამატებით მონაცემებს: 1.   მონაცემებს  განსაკუთრებული  მზრუნველობის  ან  აუცილებელი  მოვლის შესახებ. 2.   მონაცემებს შესაძლო საჭირო უსაფრთხოებისა და დაცვის ზომების შესახებ. ეს მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს შეთანხმების მე-6 დანართად თანდართული ფორმის C ნაწილში. (3) მოთხოვნის      მიმღები      ხელშემკვრელი      მხარის      პასუხი      ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადზე შეთანხმების მე-14 (2) მუხლის შესაბამისად ასევე შეიცავს მითითებას ტრანსპორტირების ფორმისა და ესკორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. პასუხი უნდა გაიგზავნოს წერილობით შეთანხმების მე-14 (2) მუხლში მითითებულ ვადებში. (4) თუ    მოთხოვნის    წარმდგენი    ხელშემკვრელი    მხარე    საჭიროდ    მიიჩნევს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დახმარებას სატრანზიტო ოპერაციის განხორციელების დროს, მაშინ ეს უნდა აღინიშნოს შეთანხმების მე- 6 დანართად თანდართული ფორმის C ნაწილში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადზე თავის პასუხში მიუთითებს, შეასრულებს თუ არა ის ამ მოთხოვნას. (5) საჰაერო   გზით   განხორციელებული   სატრანზიტო   ოპერაციის   ფარგლებში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო საჭირო დახმარებას აღმოუჩენს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს თვითმფრინავის დაშვებიდან და თვითმფრინავის კარების გაღების მომენტიდან მისი გამგზავრების უზრუნველყოფამდე. (6) ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადის  წარდგენის,  მისი მიღების დადასტურების და  მასზე  პასუხისათვის  შესაძლებელია  მე-5 (4) მუხლში დასახელებული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება. გადამცემმა უწყებებმა უნდა მიიღონ აუცილებელი და ჯეროვანი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა უზრუნველყონ დასამუშავებელი მონაცემების განკარგვადობა, მთლიანობა, ავთენტურობა და კონფიდენციალურობა არსებული ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 8🔗 ესკორტი შეთანხმების მე-19 (1b) მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკორტირებული დაბრუნების ან ტრანზიტის შემდეგ პირობებზე: (1) მოთხოვნის    წარმდგენი    ხელშემკვრელი    მხარის    თანმხლები    პერსონალი რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირების დაბრუნებაზე ან ესკორტზე  და დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისთვის  მათ გადაცემაზე პასუხს აგებს დანიშნულების ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე. (2) მოთხოვნის    წარმდგენი    ხელშემკვრელი    მხარის    თანმხლები    პერსონალი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს შეუიარაღებლად და სამოქალაქო ტანსაცმელში. (3) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თანმხლები პერსონალი უნდა ფლობდეს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ რეადმისიის ან ტრანზიტის ნებართვას. გარდა ამისა, თანმხლები პერსონალი ვალდებულია თან იქონიოს როგორც საკუთარი, ისე რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს სხვა სატრანზიტო ქვეყნებში ან დანიშნულების ქვეყანაში მგზავრობის  გაგრძელებისთვის  აუცილებელ  მოქმედ  ვიზებს.  მეორე წინადადება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეადმისიის განაცხადის წარდგენა არ არის სავალდებულო ან თუ ნებართვა გაცემულად ითვლება. (4) მოთხოვნის წარმდგენი    ხელშემკვრელი    მხარის    თანმხლები    პერსონალი ვალდებულია დაიცვას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, მისი უფლებამოსილებები  კი სატრანზიტო ან საესკორტო  ოპერაციებისას აუცილებელი მოგერიებით შემოიფარგლება. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აღმოუჩინონ თანმხლებ პერსონალს აუცილებელი დაცვა და დახმარება, მიუწვდომელნი არიან ან მათ დახმარება ესაჭიროებათ, მაშინ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თანმხლები პერსონალი უშუალო მოახლოებული საფრთხის შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია მოახდინოს ჯეროვანი და თანაზომიერი რეაგირება იმისთვის, რომ რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირს ხელი შეუშალოს გაქცევაში, საკუთარი თავის, სხვა პირების ან მატერიალური ქონების დაზიანებაში. (5) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თანმხლებ პერსონალს არ აქვს უფლება დატოვოს გადაცემის ადგილი რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გადაცემამდე. მუხლი 9🔗 ხარჯები (1) ხარჯებს,      რომლებსაც      მოთხოვნის      მიმღები      ხელშემკვრელი      მხარე რეადმისიასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებით გაიღებს და რომლებიც შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აანაზღაუროს, გასაუბრების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით მე-4 (3) მუხლის შესაბამისად, თუ ეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე აანაზღაურებს ევროში ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიღების დღიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში. (2) შეთანხმების მე-12 მუხლის   შესაბამისად შეცდომით   განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ასევე აუნაზღაურებს უკან დაბრუნებისთვის აუცილებელ ხარჯებს. მუხლი 10🔗 პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ექსპერტთა კონსულტაციები (1) ამ საიმპლემეტაციო  ოქმის განხორციელების ცალკეული საკითხები ხელშემკვრელ მხარეებს შორის საექსპერტო დონეზე დარეგულირდება. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, საჭიროების შემთხვევში, შეუძლია მიმართოს კონსულტაციებს ამ საიმპლემენტაციო ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. (2) თუ  ექსპერტთა  დონეზე  ვერ  მოხერხდება  ურთიერთშეთანხმების  მიღწევა, კონსულტაციები გაიმართება სამინისტროების დონეზე. ამ კონსულტაციებისთვის კომპეტენტური პირები არიან საქართველოს ხელშემკვრელი მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი,   ხოლო   გერმანიის  ხელშემკვრელი  მხრიდან   –   შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი. მუხლი 12🔗 საპროცედურო ენა (1) ამ   საიმპლემენტაციო   ოქმის   დებულებების   განსახორციელებლად   ყველა დოკუმენტი, რომელიც მე-5 მუხლში, ასევე შეთანხმების III და IV ნაწილშია დასახელებული, შედგენილი იქნება შემდეგნაირად: -  ქართული  ხელშემკვრელი  მხარის  მიერ –   ქართულ  ენაზე,  თანდართული გერმანული ან ინგლისური თარგმანით, ან ინგლისურ ენაზე. -  გერმანული  ხელშემკვრელი  მხარის  მიერ  –   გერმანულ  ენაზე,  თანდართული ქართული ან ინგლისური თარგმანით, ან ინგლისურ ენაზე. (2) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ამ საიმპლემენტაციო  ოქმის  განხორციელების  შესახებ  კონსულტაციები გაიმართება  ინგლისურ  ენაზე,  თუ  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდება. მუხლი 13🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა (1) ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის გზით შეატყობინებენ ერთმანეთს ამსაიმპლემენტაციო ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს   საიმპლემენტაციო  ოქმი   ძალაში   შედის   შეთანხმების   მე-18   მუხლში დასახელებული რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის მიერ შეთანხმების მე-19 (2) მუხლის შესაბამისად შეტყობინების მიღებიდან სამი დღის შემდეგ. (2) ხელშემკვრელი მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ  ამ საიმპლემენტაციო ოქმში ცვლილებების და დამატებების შეტანა. ისინი ძალაში შევა პირველ პუნქტში დასახელებული პროცედურის შესაბამისად. (3) ეს საიმპლემენტაციო ოქმი წყვეტს მოქმედებას შეთანხმებასთან ერთად. (4) ამ საიმპლემენტაციო ოქმის მოქმედების შეწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შედის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდამეათე (90) დღეს. შესრულებულია ქ. ბერლინში, 4.04.2016, ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ   ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                                            დანართი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ საიმპლემენტაციო ოქმზე საქართველოს სახელმწიფო გერბი                              გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის ფედერაციული გერბი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელება (ადგილი და თარიღი) საქმის ნომერი ადრესატი: ..................................................... ..................................................... ...................................................... (მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელება) რეადმისიის შეტყობინების ფორმულარი საქართველოს  მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირსა შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის მე-6 მუხლის მიხედვით. ინფორმაცია პიროვნებისა და ტრანსპორტირების შესახებ 1. გვარი და სახელი (გთხოვთ გვარს ხაზი გაუსვათ): ............................................................................................................................... 2. დაბადების თარიღი: ........................................................................................................................................ 3. სამგზავრო დოკუმენტი, გთხოვთ ზუსტად მიუთითოთ: ........................................... ნომერი: ........................... ძალაშია .................... დან  .................... მდე (დღე/თვე/წელი) 4. სატრანსპორტო საშუალება (თვითმფრინავი): ................................................................................................................................................. 5. გადაცემის თარიღი: ........................................................................................................................................ 6. გადაცემის დრო: .......................................................................................................................................... 7. გადაცემის ადგილი (საზღვრის გადაკვეთის ადგილი): .............................................................................................................................................. 8.    მონაცემები    განსაკუთრებული    მოვლის    საჭიროების    ან    აუცილებელი მზრუნველობის  შესახებ: ............................................................................................................................................. 9. ესკორტირებული  რეადმისია                    დიახ                 არა თუ  დიახ,  გთხოვთ  მიუთითოთ  ზუსტი  მონაცემები  თანხმლები  პერსონალის შესახებ ............................................................................................................................................ .............................................................................................................................................. 10.   ინფორმაცია   გადაცემის   ადგილზე   უსაფრთხოების   ან   დაცვის   ზომების ორგანიზების საჭიროების შესახებ: ......................................................................................................................................... ..................................................................................................................................................... (მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) (გერბი, ბეჭედი) .