„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016695
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №194

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს №56 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;“.

 

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.“.

 

„3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. უფროსი პროკურორები ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი