„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №184 |
|
2016 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016569) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით. 8. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სპეციალისტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, აგრეთვე – საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვა) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №184. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.22.027.016685.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №184, 12.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016685 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3410835/