სს,,კოლხური აბრეშუმის“კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/33

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 28 სექტემბერი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/33 სამოქალაქო საქმე სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.

 

2016 წლის 27 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ და აღნიშნა შემდეგი: სს ,,კოლხური აბრეშუმს’’ საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, წერეთლის ქ. №163-165-ში (ს/კ 03.06.22.048.01.501). საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 2 ივნისს სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ ყოფილ გაკოტრების მმართველ დავით ჯიქიას, კრედიტორ სსიპ– შემოსავლების სამსახურსა და ქონების მიმღებ – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადო სამმხრივი ხელშეკრულება სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემისასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში მიიღო სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა. აღნიშნულზე მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ , ვინაიდან სხვა კრედიტორების მიერ რეგისტრირებული იყო ყადაღა ამ ქონების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა საჯარო რეესტრში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას, 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულბის ნამდვილობის საკითხის განსახილველად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 1. მოწვეულ იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2016 წლის 21 ოქტომბერს , 16:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:

) 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კრედიტორთა მიერ გადაწყვეტილების მიღება.

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).

3 .    დაევალოს სსიპ–აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  მოსამართლე :                                                                     გენადი მაკარიძე