⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №465
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 914 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2016 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №465 2016 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №236 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების სტანდარტების და პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის (პროგრამების ვალიდაციის), საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების ტრენერთა საქმიანობის სტანდარტების და ტრენერთა ვალიდურობის დადგენის, მენტორთა მომზადების უზრუნველყოფის, საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. 2. ცენტრი არის საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის მხარედ სასამართლოში  და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო,  ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები ცენტრის ამოცანებია: ა) საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების სტანდარტების და პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (პროგრამების ვალიდაცია); ბ)  საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების ტრენერთა საქმიანობის სტანდარტების და ტრენერთა ვალიდურობის დადგენა; გ)  მენტორთა ჯგუფის მომზადების უზრუნველყოფა, რომელიც განახორციელებს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების  ტრენერთა დახელოვნებას, მათი საქმიანობისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; დ) ტრენინგების ელექტრონული მართვის სისტემის (eTMS) ჩამოყალიბება, დანერგვა და მართვა; ე) საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმისა და საჯარო სამსახურში დასაქმების პოპულარიზაცია სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით; ვ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა; ზ) საქართველოს მოქალაქე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ახალგაზრდების საერთაშორისო აკადემიურ და ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა; თ) პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მათ მიერ  პროფესიული და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ი) აკადემიური, ადმინისტრაციული და სასწავლო პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებით საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა; კ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლ) დებულებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით,  მიზნობრივი გრანტების გაცემა. მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,  პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე. 3. დირექტორს ჰყავს  1 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 4. დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები დირექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს ცენტრს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; გ) აკონტროლებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ე) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ზ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; თ) განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციებს; ი) კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას; კ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ლ) უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი; მ) უფლებამოსილია, მოახდინოს საკუთარ უფლებამოსილებათა დელეგირება მოადგილეზე; ნ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები 1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სამსახური; ბ) აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური; გ) ადმინისტრაციული სამსახური; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. 4. დირექტორის ბრძანებით სტრუქტურული ერთეული შეიძლება სამსახურებრივად დაექვემდებაროს დირექტორის მოადგილეს. 5. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი. 6. დირექტორის ბრძანებით ცენტრის სტრუქტურულ ერთეულში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი  სამმართველოს, საკონსულტაციო ერთეულის ან სამუშაო ჯგუფის სახით. 7. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს; დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ; ე) ასრულებს დამატებით მოვალეობებს, კომპეტენციის ფარგლებში,  რაც შესაძლებელია დამტკიცდეს დირექტორის ბრძანებით. მუხლი 6🔗. ცენტრის დაფინანსება და ანგარიშგება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური; გ) კერძო, საზოგადოებრივი, სახელმწიფო  და საერთაშორისო მიზნობრივი გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრი ვალდებულია,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. 3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია 1. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.