„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25-69
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.101.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25-69

2016 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ"  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2აგვისტოს №19-55 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge,გამოქვეყნების თარიღი 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016311) და დადგენილების პირველი მუხლითდამტკიცებული,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი1):

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადაუდებელი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი,სამსახურის უფროსის წარდგინებით. გადაწყვეტილების შესაბამისად, საგარანტიო წერილს ამზადებს სამსახური.”;

ბ) მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ე) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გასული პერიოდი განცხადების რეგისტრაციის თარიღს არ  აღემატება 3 თვით, გარდა გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ პირის მიერ არ მომხდარა თანხის გამოყენება და ითხოვს ახალი მოთხოვნის განხილვას;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ)  საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება (ICD10, NCSP, მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა და სხვა) ან/და  მიმწოდებლის ცვლილება;“.

3. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს პირველიდან 11 რიცხვამდე, საჭიროების მიწოდების (სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო  მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე.

 2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო წერილების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი