საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2009
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022339
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2009

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საჩხერის მუნიციპალიტეტს, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1251 განკარგულებით მისთვის გათვალისწინებული ღონისძიების - ჭალა-პერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის (მეორე ეტაპი) სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა, 499 980 (ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

     

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი