სააქციო საზოგადოების „ინდუსტრია-ინვესტის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ინდუსტრია-ინვესტის“ აქციონერთა საყურადღებოდ
2016 წლის 5 ნოემბერს, 12 საათზე, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №11-ში მოწვეულია სს „ინდუსტრია-ინვესტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. შპს „იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის“ სს „ინდუსტრია-ინვესტთან“ შერწყმის (მიერთების) შესახებ;
2. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ მიერ გამოსყიდული აქციების გაუქმებისა და საზოგადოების კაპიტალის შემცირების შესახებ;
3. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ იურიდიული მისამართის შესახებ;
4. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მისაღებად დღის წესრიგის:
პირველ საკითხზე – საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების მიზნით, მოხდეს სს „ინდუსტრია-ინვესტთან“ მისი 100%-იანი შვილობილი საწარმოს – შპს „იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის“ შერწყმა მიერთების გზით;
მე-2 საკითხზე – კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმდეს სს „ინდუსტრია-ინვესტის“ მიერ გამოსყიდული აქციები და, შესაბამისად, ხელახლა განისაზღვროს საზოგადოების გამოშვებული აქციების რაოდენობა და კაპიტალი;
მე-3 საკითხზე – საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11;
მე-4 საკითხზე – შეტანილ იქნეს ცვლილებები საზოგადოების წესდებაში დღის წესრიგის მე-2 და მე-3 საკითხებიდან გამომდინარე.
აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 28 ოქტომბერი.
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, ტელეფონი (422) 270596, მობ.: 577408017. კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74ა, მე-7 სართული, ტელ.: (32) 2 22 64 18) ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ., №37, მობ. ტელ.: 5(99)158806).
სამეთვალყურეო საბჭო