,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №38 |
|
2016 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური მიმართულებით;
ბ) გეოლოგიის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №32 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №33 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №38 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერის, ტექსტის ანალიზის და მეტყველების მაღალი დონე);
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა.“.
|