სს „მარტვილის №1 ჩაის ფაბრიკის“ განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „მარტვილის №1 ჩაის ფაბრიკის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სააქციო საზოგადოება „მარტვილის №1 ჩაის ფაბრიკის“ (ს.კ. 235445194) დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის7 ნოემბერს, 14 საათზე, მისამართზე: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №18 .
დღის წესრიგი:
1. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ძველი წევრების გამოწვევა და ახალი წევრების არჩევა;
3. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტების განსაზღვრა.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „მარტვილის №1 ჩაის ფაბრიკის“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
სს „მარტვილის №1 ჩაის ფაბრიკის” დირექტორის
უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ინჯია