სს „პროგრეს ბანკი“-სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №622
2016 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „პროგრეს ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.ე“ ქვეპუნქტების და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „პროგრეს ბანკისათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №533 განკარგულება და სს „პროგრეს ბანკს“ გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. დაიწყოს სს „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სს „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (დაბადებული 16.07.1960, პირადი N01036002403, პირადობის მოწმობის ნომერი 15IA86466, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მცხოვრები: ქ. თბილისი ხიმშიაშვილის ქუჩა №13). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.
4. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს სს „პროგრეს ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას შესაბამისი სალიკვიდაციო ანგარიშები; ამავდროულად დაუხუროს სს „პროგრეს ბანკს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვების, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; სს „პროგრეს ბანკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და დარიცხული პროცენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩარიცხოს სს „პროგრეს ბანკის“ შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშებზე.
5. გაუქმდეს სს „პროგრეს ბანკის“ მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
6. სს „პროგრეს ბანკი“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.
7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „პროგრეს ბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოს.
8. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
9. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
10. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია