საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №94 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2173
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022397
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2173

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №94 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „აწყური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №94 განკარგულება.

2. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შპს „მტ გრიინ ენერჯისთვის“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის №97 ბრძანების შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტიის (52,000.00 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                        გიორგი კვირიკაშვილი