სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2337
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№2/2337

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016წლის 10 ოქტომბერი

ქ . ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’(დირექტორი გიორგი სამველიძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

 

2016 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ და განმარტა, რომ კომპანიას საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა 13511,50 ლარის ოდენობით, რაც აღემატება კრედიტორული მოთხოვნების ჯამურ ოდენობას. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მომდევნო ეტაპზე გადასვლის მიზნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ კრედიტორთა კრება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნეს სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ კრედიტორთა კრება 2016 წლის 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                                                            გენადი მაკარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2016.
როდის იქნა მიღებული „სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 10.10.2016. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2337.
სად არის „სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2337, 10.10.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3418257/