აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.10.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2016
matsne.gov.ge 898 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 05.09.2016 რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 28.08.2024 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 21.10.2020 საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 24.08.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 17.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №14 2016 წლის 21 ოქტომბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის № 69/2016 დადგენილების შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ერთდროულად ჩატარების პროცედურები. იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8  ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური, გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის №69/2016 დადგენილებით დადგენილი წესები, თუ ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗. იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც იმართება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 1. ცესკოს მიერ არჩეულ დროებით და პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, უსკოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი  კომისიების რეგლამენტით. 4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელონ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით. 5.  საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს ის ბეჭდები, რომლითაც სარგებლობდენ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში. 6. მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს მიერ დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. 7. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. მუხლი 3🔗.  იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები სადაც იმართება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8  ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების შედგენასთან დაკავშირებით 1. მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2016 წლის 8 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება  „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის № 69/2016 დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. მეორე ტურში ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებთან დაკავშირებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობენ „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის № 69/2016 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 4🔗. იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სადაც იმართება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8  ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 1. მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებს ახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.  3. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 4. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 5. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია 1 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და პირობებით. კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში იღებს საბუთებს და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს. 6. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, ახალი კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირველი ტურისათვის გამართულ კონკურსში მონაწილეებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. 7. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა. მუხლი 5🔗. საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8  ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოიყენება „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის №69/2016 დადგენილებითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული წესები.  მუხლი 6🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 7🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე