აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №14 |
|
2016 წლის 21 ოქტომბერი ქ. ბათუმი |
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი კომისიების რეგლამენტით.
4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელონ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით.
5. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს ის ბეჭდები, რომლითაც სარგებლობდენ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში.
6. მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს მიერ დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.
7. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
2. მეორე ტურში ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებთან დაკავშირებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობენ „საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 17 ოქტომბრის № 69/2016 დადგენილების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.
3. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
4. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია 1 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და პირობებით. კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში იღებს საბუთებს და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს.
6. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, ახალი კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირველი ტურისათვის გამართულ კონკურსში მონაწილეებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
7. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა.
|