,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-204
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.030.016151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-204

2016 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №34 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (ვებგვერდი, 27/02/2013) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე (მიღება, სადილი, კონფერენცია) მონაწილეობის ორგანიზება;
გ) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების (სხვადასხვა კონფერენცია, ფორუმი, „დიპლომატიური ტური“, „ამბასადორიალი“ და სხვა) ორგანიზება-გაფორმების, ვიზუალური მხარის, გამასპინძლებისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოადგილეების ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ ვიზიტისას, ოფიციალური დელეგაციების უზრუნველყოფა მიმღები მხარისათვის გადასაცემი სამახსოვრო საჩუქრებით;
ვ) ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის სამახსოვრო საჩუქრების შერჩევა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლისას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართული შეხვედრების გაფორმება;
ი) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება;
კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადების ორგანიზება;
ლ)  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  მინისტრის  სახელით  გაცემული საჩუქრების აღრიცხვა;
მ) დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 28  ოქტომბრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.10.2016.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-204. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.030.016151.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №01-204, 25.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016151 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3420824/