„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №480 |
|
2016 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 01/03/2016; 280120000.10.003.019166) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამისა“ და „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვეში უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2017 წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არაუგვიანეს 2017 წლის 31 იანვრისა.“; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის მოსარგებლეები 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.“. 2. დადგენილების №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 5040 ვიზიტი, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად.“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 878 000 ლარით.“; ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 18,5 ლარი.“. 3. დადგენილების №1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაციის/ აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 939 000 ლარით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წლის განმავლობაში ფინანსდება 6250 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 7 კურსისა. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომელთაც 2016 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამდე მიღებული მომსახურების/ვაუჩერის რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში.“. 4. დადგენილების №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 772-ს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 517-ს;“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 110 000 ლარით.“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული იგი.
5. დადგენილების №1.6.1 დანართის (სავარძელეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 562 200 ლარით, მათ შორის, ელექტროსავარძელეტლებისთვის – 226 200 ლარი.“. 6. დადგენილების №1.6.2 დანართის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 727 900 ლარით.“. 7. დადგენილების №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 38 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები;“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 462 000 ლარით.“. 8. დადგენილების №1.6.5 დანართის (ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი): ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები კომპონენტის ღონისძიებებში შედის: ა) არანაკლებ 15 ცალი უსინათლოთა (თეთრი) ხელჯოხის შეძენა და გაცემა; ბ) წინა წლებში კომპონენტის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების გაცემა.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1000 ლარით.“. 9. დადგენილების №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 370 000 ლარით.“. 10. დადგენილების №1.9 დანართის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 765 000 ლარით.“. 11. დადგენილების №1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 090 000 ლარით.“. 12. დადგენილების №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 655 000 ლარით.“. 13. დადგენილების №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 045 000 ლარით.“. 14. დადგენილების №1.13 დანართის (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 119 000 ლარით.“. 15. დადგენილების №1.14 დანართის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 100 ლარით.“. |
|