წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2016
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,059 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.03.2016 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.08.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.08.2016 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2016 წლის 28 ოქტომბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“, დანართი 2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.    მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები  1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 4. ასიგნების გადანაწილება და ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებლივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) მოამზადოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;   ბ) მოამზადოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) მოამზადოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე,   ბიუჯეტის სარეზერვო ან  წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი. 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.   მუხლი 3🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება   1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 4. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 5. წყალტუბო მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ათი სამუშაო დღისა  წარუდგენს გამგებელს შესაბამისი სამართლებლივი აქტის პროექტს ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 6. გადანაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებლივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 8. ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო-სახაზინო განყოფილება ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის №456 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად,  ელექტრონული წესით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საფინანსო-სახაზინო  განყოფილების უფროსი (ან პასუხისმგებელი პირი). აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 11. განხორციელებული ცვლილებები საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.  დანართი №2   საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის  „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ - (ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში. 3. ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს, წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური თანახმაა ასიგნებების გადანაწილებაზე, ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს და წარუდგენს გამგებელს. გამგებლის მიერ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ბრძანების სისრულეში მოყვანას, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget) ცვლილების ასახვას. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.