ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2016
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016373
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ღონისძიების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2016 წლის 28 ოქტომბერი
ქ. წყალტუბო
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 აპრილის №11 დადგენილება „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების (სრული ან ნაწილობრივი) შეკეთების სამუშაოების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის,
თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
მუხლი 2🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომისა და რეგისტრაციისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია, სახელის, გვარის, ბინის ნომრების მითითებით;
დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი;
ვ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ. ბინათმესაკუთრეთა აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 3🔗
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 4🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
ხელშემწყობ პროგრამაში (თანადაფინანსებაში) მონაწილეობისათვის განცხადება უნდა
შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს).
მუხლი 5🔗
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია;
ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა;
გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, გამნათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა;
დ) მრავალბინიანი სახოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია;
2. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
3. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილ განცხადებას თანადაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით და ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.
3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
ბ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა.
დანართი №2
პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების
პროცენტული ოდენობა
№
ღონისძიების დასახელება
თანადაფინანსების წილი %
გამგეობის
წილი %
ამხანაგობის წილი %
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.
80/20
80
20
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის, კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.