„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 01 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2016 წლის 27 ოქტომბერი ქ. ხაშური |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი";
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლის 1. ზოგადი დებულებები
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი” (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან".
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ადგილი“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბეჭდური ფორმით - ხაშურის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე, ასევე ბეჭდვითი ორგანოების გამოყენებით“.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება“.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოყენების სტანდარტი“.
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი“.
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“.
|