⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.11.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №3059
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,808 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2016 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №3059 2016 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ"საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1); მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №5. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი N1 ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება,  სოციალური მეცნიერებების  (დარგი/სპეციალობა – პოლიტიკის მეცნიერება ან/და დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა (ქვედარგი/სპეციალიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკა) ან/და  სოციოლოგია ) მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ანალიზისა ან/და კვლევების განხორციელების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;  უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებასა და მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში ზემოაღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint კარგი ცოდნა; 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანება; ე)კონვენცია „ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “(1951); ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ”1967 წლის 31 იანვრის ოქმი ; ზ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ “ საქართველოს კანონი ; თ) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის N59 დადგენილება; კ)  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ)  ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება; მ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება 2015 წლის 4 თებერვალის №127 განკარგულება; ნ) „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 18 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2721 განკარგულება ; ო) „იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 13 თებერვლის საქართველოს მთავრობის №257 განკარგულება; დანართი №2 წერითი დავალება წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია  ორი საათი და ოცდაათი წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი  მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60  პროცენტს. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი:            ________________________________________________________  თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ კითხვა 1  (ნიმუში) : გადაწყდა, რომ ჩატარდეს გამოკითხვა, რათა მოპოვებულ იქნეს მონაცემები ქვეყანაში უმუშევრობის მიზეზების დადგენის მიზნით. შეადგინეთ კითხვარი და განმარტეთ, თუ რატომ არის თითოეული კითხვის დასმა და ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია რელევანტური და მნიშვნელოვანი უმუშევრობის პრობლემის შემდგომი ანალიზისთვის. შენიშვნა: კითხვარში უნდა იყოს მაქსიმუმ 10 შეკითხვა (დანარჩენი შეკითხვები შეფასების დროს არ განიხილება). შეარჩიეთ ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანი შეკითხვები. პასუხის შეფასება: 1 ქულა თითოეულ სწორ პასუხზე. დამატებითი 1 ქულა პასუხის ტექსტში 3-ზე ნაკლები გრამატიკული შეცდომის არსებობისას.  კითხვა 2  (ნიმუში) : ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობაში მაღალია უმუშევრობის დონე ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. გთხოვთ, მოკლედ ჩამოაყალიბოთ უმუშევრობის შემცირებისთვის: ა)    მინიმუმ 3 ისეთი ალტერნატიული ღონისძიება, რომლებიც არ იქნება რადიკალური, არ გამოიწვევს მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას/წინააღმდეგობას და არ იქნება დაკავშირებული ფინანსური რესურსების მნიშვნელოვნად ზრდასთან (ერთი ქულა თითოეულ სწორ ალტერნატივაზე, მაქსიმუმ 3 ქულა); ბ)      თითოეული ალტერნატივის ანალიზი შემდეგი მიმართულებით: - ხარჯ-სარგებლიანობა (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი); - ეფექტურობა (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი); - პროდუქტიულობა (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი); - სამართლიანობა (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი); - პოლიტიკური მიზაშეწონილობა (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი). გ) საუკეთესო ალტერნატივის არჩევა და არჩევანის დასაბუთება (1 ქულა, მინიმუმ ერთი ალტერნატივის ანალიზი); დამატებითი 1 ქულა პასუხის ტექსტში 3-ზე ნაკლები გრამატიკული შეცდომის არსებობისას). ინგლისურ ენაზე მრავალპასუხიანი ლოგიკური აზროვნების ტესტი ( Multiple Choice Answer Test) თითოეულ კითხვას აქვს 1 სწორი პასუხი; თითოეული სწორი პასუხის შეფასება -1 ქულა; Passage for Question 1 A university library budget committee must reduce exactly five of eight areas of expenditure—G, L, M, N, P, R, S, and W—in accordance with the following conditions: If both G and S are reduced, W is also reduced. If N is reduced, neither R nor S is reduced. If P is reduced, L is not reduced. Of the three areas L, M, and R, exactly two are reduced. Question 1 If both M and R are reduced, which one of the following is a pair of areas neither of which could be reduced? G, L G, N L, N L, P P, S Passage for Questions 2 and 3 Seven piano students—T, U, V, W, X, Y, and Z—are to give a recital, and their instructor is deciding the order in which they will perform. Each student will play exactly one piece, a piano solo. In deciding the order of performance, the instructor must observe the following restrictions: X cannot play first or second. W cannot play until X has played. Neither T nor Y can play seventh. Either Y or Z must play immediately after W plays. V must play either immediately after or immediately before U plays. Question 2 If V plays first, which one of the following must be true? T plays sixth. X plays third. Z plays seventh. T plays immediately after Y. W plays immediately after X. Question 3 If U plays third, what is the latest position in which Y can play? first second fifth sixth seventh Passage for Question 4 A charitable foundation awards grants in exactly four areas—medical services, theater arts, wildlife preservation, and youth services—each grant being in one of these areas. One or more grants are awarded in each of the four quarters of a calendar year. Additionally, over the course of a calendar year, the following must obtain: Grants are awarded in all four areas. No more than six grants are awarded. No grants in the same area are awarded in the same quarter or in consecutive quarters. Exactly two medical services grants are awarded. A wildlife preservation grant is awarded in the second quarter. Question 4 If a wildlife preservation grant and a youth services grant are awarded in the same quarter of a particular calendar year, then any of the following could be true that year EXCEPT: A medical services grant is awarded in the second quarter. A theater arts grant is awarded in the first quarter. A theater arts grant is awarded in the second quarter. A wildlife preservation grant is awarded in the fourth quarter. A youth services grant is awarded in the third quarter. Passage for Questions 5 and 6 From a group of seven people—J, K, L, M, N, P, and Q—exactly four will be selected to attend a diplomat’s retirement dinner. Selection conforms to the following conditions: Either J or K must be selected, but J and K cannot both be selected. Either N or P must be selected, but N and P cannot both be selected. N cannot be selected unless L is selected. Q cannot be selected unless K is selected. Question 5 If P is not selected to attend the retirement dinner, then exactly how many different groups of four are there each of which would be an acceptable selection? one two three four five Question 6 There is only one acceptable group of four that can be selected to attend the retirement dinner if which one of the following pairs of people is selected? J and L K and M L and N L and Q M and Q Passage for Questions 7 On a particular Saturday, a student will perform six activities—grocery shopping, hedge trimming, jogging, kitchen cleaning, laundry, and motorbike servicing. Each activity will be performed once, one at a time. The order in which the activities are performed is subject to the following conditions: Grocery shopping has to be immediately after hedge trimming. Kitchen cleaning has to be earlier than grocery shopping. Motorbike servicing has to be earlier than laundry. Motorbike servicing has to be either immediately before or immediately after jogging. Question 7 If laundry is earlier than kitchen cleaning, then hedge trimming must be fifth fourth third second first დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            _________________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი №4 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            __________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________. დანართი №5 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________ № კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________