⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.11.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №წელი
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,333 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2016 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (10)
2007 5000
2012 4000
წელი მოსახლეობა (სრულწლოვანთა რაოდენობა)
კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №3057 2016 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება,  მიმართულება – მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (დარგი/სპეციალობა – მათემატიკა) ან/და მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (დარგი/სპეციალობა – სტატისტიკა) ან/და ინჟინერია (დარგი/სპეციალობა – კომპიუტინგი/ინფორმატიკა); ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, SPSS –  კარგი ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაю ვ) კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (1951); ზ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; თ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" საქართველოს კანონი; კ)„საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილება; ლ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; მ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულება; ნ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება 2015 წლის 4 თებერვალის №127 განკარგულება; დანართი №2 წერითი დავალება წერითი დავალების შესრულებაზე გამოყოფილია  ერთი საათი და 30 წუთი. წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულა დაითვლება თითოეული კითხვის შესრულებით მიღებულ ქულათა მიმატებით. წერითი დავალება დადებითად შესრულებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი  მიიღებს წერითი დავალების მაქსიმალურ ქულათა ოდენობის 60  პროცენტს. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის ნომერი:            ________________________________________________________  თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ კითხვა 1  (ნიმუში) : 1) 2007-2012 წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა ერთ კონკრეტულ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებში. შემდეგი შედეგები იქნა მოპოვებული: წელი მოსახლეობა (სრულწლოვანთა რაოდენობა) მწეველ სრულწლოვანთა რაოდენობა სრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა სრულწლოვან მწეველთა რაოდენობა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა 2007 5000 300 350 250 2012 4000 400 400 200 დავუშვათ, რომ ხართ ჟურნალისტი, რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ გამოკითხვას. რედაქტორმა გთხოვათ დაწეროთ სტატია, რომელიც უნდა შედგებოდეს 200-დან 300 სიტყვამდე, სადაც გამოკითხვის შედეგებს აღწერთ. პასუხის შეფასება: 1 ქულა, თუ პასუხი მოიცავს ცხრილში წარმოდგენილ ყველა მონაცემს; დამატებით 1 ქულა, თუ პასუხში არ არის 3-ზე მეტი გრამატიკული შეცდომა. კითხვა 2  (ნიმუში) : დაჯგუფებაში, სადაც შედის 10 ერთეული,  გვსურს განვახორციელოთ 3-ერთეულიანი შერჩევა ჩანაცვლების გარეშე. რამდენი განსხვავებული შერჩევის განხორციელებაა შესაძლებელი? პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა 3  (ნიმუში) : განსხვავება შესაფასებელ პარამეტრსა და შეფასების სავარაუდო მნიშვნელობას შორის არის ... პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა 4  (ნიმუში) : დავუშვათ, რომ X და Y არის დამოუკიდებელი შემთხვევითი ცვლადები; სავარაუდო  შესაბამისი მნიშვნელობა არის შემდეგი: E(X)=8 და E(Y)=3, ხოლო შესაბამისი დისპერსია არის შემდეგი: V(X)=9 და V(Y)=6. დავუშვათ Z-ს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: Z=2X-3Y+5. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მაშინ E(Z)-ის მნიშვნელობა იქნება ....  და  V(Z) მნიშვნელობა - .... პასუხის შეფასება: 1 ქულა  თითოეულ კომპონენტზე სწორი პასუხის შემთხვევაში; კითხვა 5  (ნიმუში) : რომელი წინადადებაა ყოველთვის მცდარი X​2  („იქს“ კვადრატი) განაწილების შესახებ: ა) X​2 განაწილება არის ასიმეტრიული; ბ) შემთხვევითი ცვლადის დისპერსია, რომელსაც აქვს X​2 განაწილება არის მის საშუალოზე ორჯერ მეტი; გ) თუ  X1 და X2 არის ორი დამოუკიდებელი შემთხვევითი ცვლადი, X​2 განაწილებითა და შესაბამისად n1 და n2 თავისუფლების ხარისხით, მაშინ Y=X1+X2 ცვლადს აქვს F (Fisher) განაწილება n1 და n2 თავისუფლების ხარისხით; დ) თუ X1 და X2 არის დამოუკიდებელი შემთხვევითი ცვლადები, რომელთაც ნორმალური განაწილება აქვთ N (0,1), მაშინ X1​2 + ... +  Xn​2 ექნება X​2 განაწილება n თავისუფლების ხარისხით. ე) X​2 განაწილება დამოუკიდებელია მხოლოდ ერთი პარამეტრის დროს პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა  6 (ნიმუში) : ერთეტაპიანი კლასტერული შერჩევა არის უფრო ზუსტი ვიდრე მარტივი შემთხვევითი შერჩევა, როცა ... არის უარყოფითი. პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა 7  (ნიმუში) : რათა შეფასდეს დამოუკიდებელი ცვლადის ჯამი, საჭიროა მარტივი შემთხვევითი შერჩევა N ზომის მოსახლეობიდან N/4 ზომის ჩანაცვლების გარეშე. განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ მარტივი შემთხვევითი შერჩევა N/2 ზომის ჩანაცვლების გარეშე განხორციელდება იგივე მოსახლეობაში. შერჩევის ზომის გაზრდის შემთხვევაში რა ფაქტორით შემცირდება სავარაუდო დისპერსია? პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა 8  (ნიმუში) : დაასახელეთ გამოკითხვის დროს კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარის შემცირების ორი საშუალება. პასუხის შეფასება: 1 ქულა თითოეულ სწორ საშუალებაზე; კითხვა 9  (ნიმუში) : პირველადი მიზანი ძირითადი კომპონენტის ანალიზის დროს არის: ა) მრავალგანზომილებიანი შენიშვნების ჯგუფის კლასებად დაყოფა; ბ) რამდენიმე კლასიდან ერთისთვის განსაკუთრებული მრავალგანზომილებიანი შენიშვნის მინიჭება; გ) კორელაციის სტრუქტურის დახასიათება ორ ცვლადების ჯგუფებს შორის, მათი მცირე ცვლადების ჯგუფების ჩანაცვლებით, რომლებიც მაღალ კორელაციაში არიან; დ) დამოუკიდებელ ცვლადებში ისეთი ცვლადების პოვნა, რომლებიც არის საუკეთესო განმსაზღვრელი დამოკიდებულ ცვლადებში; ე) ცვლადობის განმარტება ცვლადების ფრთო ჯგუფში, მათი მცირე ჯგუფის შეცვლილი ცვლადების ჩანაცვლებით, რაც განმარტავს საერთო ცვლადობის უმეტეს ნაწილს; პასუხის შეფასება: 1 ქულა სწორ პასუხზე; კითხვა 10  (ნიმუში) : მნიშვნელოვანი საკითხი შერჩევითი გამოკითხვის დაგეგმარების დროს არის შერჩევის ზომა. თქვენი აზრით, რა ფაქტორები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული შერჩევის ზომის განსაზღვრის დროს და რა გავლენა აქვთ თითოეულს შერჩევის ზომაზე? პასუხის შეფასება: 1 ქულა პასუხის თითოეულ კომპონენტზე (სულ 2 ქულა). დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ____________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            ______________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_____________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ . დანართი №4 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            _____________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი:     ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):         ______________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________ . დანართი  №5 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ჯამური ქულის და გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________ № კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ .