სს„ნინო“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ნინოს” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

 

1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ, რომ უქმდება სს „ნინოს” (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“)2016 წლის 8 ნოემბერს დანიშნული აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება. ამ განცხადების გამოქვეყნების შედეგად ძალადაკარგულად ითვლება ამ განცხადების გამოქვეყნებამდე „კომპანიის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ გაკეთებული 2016 წლის 18 ოქტომბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული შეტყობინება.

2. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ „კომპანიის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ახალ თარიღს: კრება ჩატარდება 2016 წლის 28 ნოემბერს, დღის 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა. „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

ა) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან ლევან ბერულავას გათავისუფლება;

ბ) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა;

გ) „კომპანიის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

დ) „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა.

3. კრების სააღრიცხვო თარიღია 2016 წლის 27 ოქტომბერი. კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2016 წლის 28 ნოემბრამდე 10 დღის განმავლობაში„კომპანიის“ დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):

- სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560.

გთხოვთ, დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას.დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში, წერილობით მოგვმართეთშემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გუდიაშვილის მოედანი №4 (ტელეფონი: 032-291-0086)ამ შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

 

სს „ნინოს” დირექტორი                                                           გიორგი მახარაძე