ურთიერთგაგების მემორანდუმი ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის
მიღების თარიღი 28.03.2016
ძალაში შესვლა 22.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №54-6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016433
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის ვეტერინარული მომსახურების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის
ურთიერთგაგების მემორანდუმი
ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა
და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში წოდებული როგორც მხარეები);
გამოხატავენ რა თავიანთ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის სურვილს;
აღიარებენ რა შესაძლებლობების განმტკიცების მნიშვნელობას ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის დარგში;
ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას მიმართონ ერთობლივი ძალისხმევა ზემოაღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით;
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი (1)
წინამდებარე მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საერთო ინტერესებში შემავალი ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის საკითხების განსაზღვრა და მექანიზმების შემუშავება ერთობლივი ღონისძიებების მეშვეობით მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში.
მუხლი (2)
მხარეებს შორის თანამშრომლობა განვითარდება პერსპექტიული მიმართულებით, შემდეგ სფეროებში:
1. სათანადო ინფორმაციის გაცვლა ვეტერინარული ჯანმრთელობისა და ვეტერინარული საქმიანობის, ასევე აღნიშნულ სფეროში გამოცემული კანონმდებლობის შესახებ;
2.ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ადრეული გაფრთხილების სისტემის საშუალებით;
3. თანამშრომლობა მეცხოველეობის განვითარების, ხელოვნური განაყოფიერების, ემბრიონის გადანერგვისა და სუპეროვულაციის საკითხებში;
4. ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება შინაური ცხოველების კვლევის და ცხოველების საკვების წარმოების სფეროში;
5. სამეცნიერო თანამშრომლობა განათლების, ცხვრისა და თხის მოვლის, გამოკვებისა და გამრავლების სფეროში;
6. ორივე ქვეყანაში ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებით პერიოდულად გამოცემული ბროშურების გაცვლა;
7. თანამშრომლობა სამეცნიერო ვიზიტების მეშვეობით, შინაური ცხოველების ინფექციური დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტირების ხელშეწყობისა და ვეტერინარული მომსახურების, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში სახელმძღვანელო და თანამედროვე მეთოდების გაცნობის, ვეტერინარული კარანტინის ნახვის და მისი მარეგულირებელი ნორმების საყოველთაოდ დაცვის მიზნით.
მუხლი (3)
თითოეული მხარე დანიშნავს კოორდინატორს, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციას კატარსა და საქართველოში პერიოდული შეხვედრების ჩატარების გზით.
კოორდინატორები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რათა განიხილონ და შეაფასონ თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების სისრულეში მოყვანა სამოქმედო გეგმის თანახმად და გაუწიონ რეკომენდაცია თანამშრომლობის განვითარების გზებს.
მუხლი (4)
წინამდებარე მემორანდუმის იმპლემენტაცია მოხდება თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად;
მემორანდუმის დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა მიერ სხვა შეთანხმებებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე.
მუხლი (5)
წინამდებარე მემორანდუმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები დაიფარება ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი (6)
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი (7)
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა მე-8 მუხლში გათვალისწინებული წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი (8)
წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის, მხარეთა მიერ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღის შემდგომი თვის პირველ დღეს.
წინამდებარე მემორანდუმი ძალაში დარჩება მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 5 წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, პირველი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სულ ცოტა 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის, შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.
წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტამ გავლენა არ უნდა მოახდინოს კოორდინატორების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაწყებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც არ დასრულებულა მემორანდუმის გაუქმების თარიღისთვის ან ვადის ამოწურვამდე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
ყოველივე აღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შესრულებულია 2016 წლის 28 მარტს, ქ. დოჰაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)