„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№440
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 10/09/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №440

2003 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით (სსმ III, 2001წ., №138, მუხ. 993) დამტკიცებულ  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის (გარდა სასჯელაღსრულების ორგანოებისა) მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებისა და არქივების, ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა) მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ და სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოების საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი (გარდა სასჯელაღსრულების ორგანოებისა) სამსახურებრივი შემოწმება;

დ) შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით, საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.“.

2. 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების  დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის შემოწმება და ანალიზი, სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესწავლა-შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის გადაცემა სამსახურებრივი მოკვლევის მოწყობის მიზნით;“;

3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუქტი:

„ე) მსჯავრდებულთა, პატიმართა და სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კონტროლის განხორციელება, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება.“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.09.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №440. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.05.002.002.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №440, 06.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34246/