საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2215
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოსაცემად გაწეული სანოტარო და საადვოკატო მომსახურების, აგრეთვე ფისკალური გადასახადებისა და კომუნალური ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი