ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.11.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26-82
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.101.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 28.01.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“. ყვარლის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26-82
2016 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი 1-ის თანახმად;
ბ) დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა, დანართი 2-ის თანახმად;
გ) დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა, დანართი 3-ის თანახმად;
დ) დამტკიცდეს „მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის“ ფორმა, დანართი 4-ის თანახმად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-7 გადაწყვეტილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი 1
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქონება – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები;
ბ) ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება;
გ) დაწესებულება – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
დ) საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების თანახმად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უზრუნველყოფს დაწესებულების წარმომადგენელი.
6. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას და კომისიის დასკვნისა და აუდიტორის/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ადგენს ქონების ჩამოწერის აქტს.
3. ქონების ჩამოწერის აქტს დაწესებულების ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი ქონების განადგურება ან/და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
8. ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.