შპს „ვიპ ფლაუერს“ გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22723-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 2/22723-16

განჩინება

საქართველოს სახელით

2016 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: მაია სვიანაძე

განმცხადებელი შპს „ვიპ ფლაუერსი“ (ს/კ - 404857268)

წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი

დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრების საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ვიპ ფლაუერსის“ (ს/კ – 404857268) წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „ვიპ ფლაუერსის“(ს/კ - 404857268) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ვიპ ფლაუერსის“ (ს/კ – 404857268) რეგისტრირებულია 2010 წლის 18 მარტს. კომპანია იძულებული გახდა 2015 წლის მაისიდან შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის 8 ივლისის მდგომარეობით შპს „ვიპ ფლაუერსს“(ს/კ – 404857268) გააჩნია 28 376,4 ლარის ოდენობის დავალიანება. განცხადების შეტანის დროისათვის საზოგადოებას არ გააჩნია ქონება. შპს „ვიპ ფლაუერსს“(ს/კ – 404857268) უზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს. სსიპ – შემოსავლების სამსახური – ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება 28 376,4 ლარის ოდენობით. საზოგადოებას არ ჰყავს დებიტორები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვდა შპს „ვიპ ფლაუერსის“(ს/კ– 404857268) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ვიპ ფლაუერსს“ (ს/კ – 404857268) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს „ვიპ ფლაუერის“ (ს/კ – 404857268) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 18 აგვისტოს; სსიპ – შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 18 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ვიპ ფლაუერსის“(ს/კ – 404857268) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობს საფუძველი შპს „ვიპ ფლაუერსი“(ს/კ – 404857268) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ვიპ ფლაუერსი“ (ს/კ – 404857268) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე.

3. მოვალე შპს „ვიპ ფლაუერსი“(ს/კ – 404857268) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე: მაია სვიანაძე