„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№141
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016734
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №141

2016 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016531, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ქვეპუნქტები:

„81. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს.

82. ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.“.

 

2. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ქვეპუნქტები:

„61. დაწესებულებაში ისეთი მსჯავრდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს.

62. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა მსჯავრდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი