„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №136 |
|
2016 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ - „ლ“ ქვეპუნქტები:
„ი) პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია მიმღები დაწესებულების ადგილობრივ კოორდინატორს მიაწოდოს ინფორმაცია სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ;
კ) მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს მეშვეობით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო), თუკი დაწესებულებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით უნდა გამოცხადდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის - თუკი მსჯავრდებული მთლიანად თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისგან;
ლ) ამ პროგრამის მე-9 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გუნდის გადაწყვეტილებას სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი დაწესებულების დირექტორს და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გუნდი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამაში ჩართული იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების პერიოდულობა, რომლის მიმართაც არ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე/სექტორში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.“.
3. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. დაწესებულების დირექტორის მოვალეობები
1. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, მიმღებ დაწესებულებას მიაწოდოს ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ.
2. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოსათვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფსიქოლოგი ბრლადებულის/მსჯავრდებულის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრასა და მისი პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ავსებს დანართი №5-ით გათვალისწინებულ ფორმას.“.
5. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. დანართი №4-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №136. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016729.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №136, 16.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016729 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3428298/