ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2016
გამომცემი ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემების ოპერირებისას პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების
ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
ბრძანება №7
2016 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-40 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №180 დადგენილების მე-17 მუხლისა და 23-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს „ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი
დანართი
ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (შემდგომში –
ინსპექტორის აპარატი) მიერ ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინების წესი
მუხლი 2🔗. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ფაილური სისტემის სახელწოდება;
ბ) მონაცემთა თანადამმუშავებლის შესახებ ინფორმაცია;
გ) უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია;
დ) მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი;
ე) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
ვ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია;
ზ) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში;
თ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
ი) მონაცემთა შენახვის ვადა;
კ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები;
ლ) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები;
მ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი;
ნ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა.
მუხლი 3🔗. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ ინსპექტორისთვის შეტყობინების ვალდებულება
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია:
ა) ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე ელექტრონული ფორმით შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ბ) ამავე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მოახდინოს ინფორმაციის სისტემატური განახლება და ინსპექტორისთვის შეტყობინება, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
2. ინსპექტორისთვის ფაილური სისტემის კატალოგის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ფაილურ სისტემათა კატალოგების ელექტრონული რეესტრის მეშვეობით (შემდგომში –
რეესტრი), რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.
3. რეესტრის ელექტრონულ ვებგვერდს წამოადგენს –
www.catalog.pdp.ge .
მუხლი 4🔗. მონაცემთა დამმუშავებლის რეესტრში რეგისტრაცია
1. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ ინსპექტორისთვის შეტყობინების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პაროლი;
გ) პაროლის განმეორება;
დ) ორგანიზაციის ტიპი;
ე) საქმიანობის სფერო;
ვ) საქმიანობის აღწერილობა;
ზ) ორგანიზაციის დასახელება;
თ) რეგისტრაციის მისამართი:
ი) ფაქტობრივი მისამართი:
კ) საკონტაქტო პირი;
ლ) ელექტრონული ფოსტა;
მ) ტელეფონის ნომერი.
2. რეგისტრაციის გავლის შემდგომ, მონაცემთა დამმუშავებლისთვის იქმნება ინდივიდუალური მომხმარებელი, რომლის მეშვეობით იგი უზრუნველყოფს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი 5🔗. ფაილური სისტემის კატალოგის კანონთან შესაბამისობა
1. თუ ინსპექტორის აპარატის ფაილური სისტემის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფაილური სისტემის კატალოგი არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს ან/და ამავე კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ასევე, თუ არასრულყოფილად ან შეცდომით არის ის შევსებული, ამის შესახებ ატყობინებს მონაცემთა დამმუშავებელს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოითხოვს ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანას.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა და მისი მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოს ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ინსპექტორთან შეთანხმებით, არა უმეტეს 10 დღით.
3. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინება წარმოდგენილად ჩაითვლება ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანისა და რეესტრის მეშვეობით ხელახლა წარმოდგენის შემდგომ.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესრულებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, ინსპექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თავი III. ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესი
მუხლი 6🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნება
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უზრუნველყოფს ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნებას რეესტრის მეშვეობით.
2. რეესტრის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ინსპექტორის აპარატის ფაილური სისტემის სპეციალისტი.
3. რეესტრში ფაილური სისტემის კატალოგები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დათვალიერება.
4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაილური სისტემის კატალოგის გამოქვეყნება მოხდება მხოლოდ მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებთან, სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, სრულყოფილად შევსების ან შეცდომის გამოსწორების შემდგომ.
5. რეესტრში ფაილური სისტემის კატალოგის გამოქვეყნება ავტომატურად არ გულისხმობს ფაილური სისტემით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამობას.
6. რეესტრში გამოქვეყნებულ ფაილური სისტემის კატალოგებზე წვდომა დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
7. რეესტრით სარგებლობა უსასყიდლოა.