ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება №7 |
|
2016 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი არეგულირებს ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (შემდგომში – ინსპექტორის აპარატი) მიერ ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნების წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ფაილური სისტემის სახელწოდება;
ბ) მონაცემთა თანადამმუშავებლის შესახებ ინფორმაცია;
გ) უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია;
დ) მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი;
ე) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
ვ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია;
ზ) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში;
თ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;
ი) მონაცემთა შენახვის ვადა;
კ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები;
ლ) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები;
მ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი;
ნ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა.
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია:
ა) ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე ელექტრონული ფორმით შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ბ) ამავე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მოახდინოს ინფორმაციის სისტემატური განახლება და ინსპექტორისთვის შეტყობინება, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
2. ინსპექტორისთვის ფაილური სისტემის კატალოგის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ფაილურ სისტემათა კატალოგების ელექტრონული რეესტრის მეშვეობით (შემდგომში – რეესტრი), რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.
3. რეესტრის ელექტრონულ ვებგვერდს წამოადგენს – www.catalog.pdp.ge .
1. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ ინსპექტორისთვის შეტყობინების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პაროლი;
გ) პაროლის განმეორება;
დ) ორგანიზაციის ტიპი;
ე) საქმიანობის სფერო;
ვ) საქმიანობის აღწერილობა;
ზ) ორგანიზაციის დასახელება;
თ) რეგისტრაციის მისამართი:
ი) ფაქტობრივი მისამართი:
კ) საკონტაქტო პირი;
ლ) ელექტრონული ფოსტა;
მ) ტელეფონის ნომერი.
2. რეგისტრაციის გავლის შემდგომ, მონაცემთა დამმუშავებლისთვის იქმნება ინდივიდუალური მომხმარებელი, რომლის მეშვეობით იგი უზრუნველყოფს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
1. თუ ინსპექტორის აპარატის ფაილური სისტემის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფაილური სისტემის კატალოგი არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს ან/და ამავე კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ასევე, თუ არასრულყოფილად ან შეცდომით არის ის შევსებული, ამის შესახებ ატყობინებს მონაცემთა დამმუშავებელს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოითხოვს ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანას.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა და მისი მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოს ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ინსპექტორთან შეთანხმებით, არა უმეტეს 10 დღით.
3. ფაილური სისტემის კატალოგის წარმოების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის შეტყობინება წარმოდგენილად ჩაითვლება ფაილური სისტემის კატალოგის შესაბამისობაში მოყვანისა და რეესტრის მეშვეობით ხელახლა წარმოდგენის შემდგომ.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესრულებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, ინსპექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უზრუნველყოფს ფაილური სისტემის კატალოგების გამოქვეყნებას რეესტრის მეშვეობით.
2. რეესტრის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ინსპექტორის აპარატის ფაილური სისტემის სპეციალისტი.
3. რეესტრში ფაილური სისტემის კატალოგები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დათვალიერება.
4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაილური სისტემის კატალოგის გამოქვეყნება მოხდება მხოლოდ მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებთან, სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, სრულყოფილად შევსების ან შეცდომის გამოსწორების შემდგომ.
5. რეესტრში ფაილური სისტემის კატალოგის გამოქვეყნება ავტომატურად არ გულისხმობს ფაილური სისტემით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პროცესის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამობას.
6. რეესტრში გამოქვეყნებულ ფაილური სისტემის კატალოგებზე წვდომა დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
7. რეესტრით სარგებლობა უსასყიდლოა.