„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №741 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№629
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №629

2016 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №741 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016478) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კიბერდანაშაულის გამოძიება;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობისა და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1-თ4“ ქვეპუნქტები:

„თ1) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება;

2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება;

3) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, შენახვა და შესაბამისი კომისიისათვის გასანადგურებლად წარდგენა;

4) კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანთა შორის ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი